„ალდაგში“ ავტო ოპტიმუმით დაზღვეულებს უფასო რეცხვის 25-მდე ვაუჩერი და მანქანისთვის საჭირო სხვა საჩუქრები გადაეცემათ

„ალდაგში“ ავტო ოპტიმუმით დაზღვეულებს უფასო რეცხვის 25-მდე ვაუჩერი და მანქანისთვის საჭირო სხვა საჩუქრები გადაეცემათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ალდაგიდან“ აცნობეს, ვაუჩერების საშუალებით, „ალდაგში“ დაზღვეულები შეძლებენ, საკუთარი მანქანა გრინვოშის ქსელის ნებისმიერ სამრეცხაოში, მომსახურე პერსონალთან კონტაქტის გარეშე გარეცხონ.

მათივე ცნობით, ავტო ოპტიმუმი „ალდაგის“ ახალი პროდუქტია, რომელიც პანდემიის პერიოდში შეიქმნა და იდეალურია მაღალბიუჯეტიანი ზარალის თავიდან ასაცილებლად.

„ოპტიმუმი მცირე ფრანშიზის (თანამონაწილეობის) გათვალისწინებით, სტანდარტულ ფასზე ორჯერ ნაკლები ღირს. ზარალის დადგომისას, დაზღვეული მხოლოდ ფიქსირებულ ფრანშიზას - 500 ლარს იხდის, ხოლო დარჩენილ ფინანსურ ხარჯს მთლიანად სადაზღვევო კომპანია ანაზღაურებს. ოპტიმუმი ყველა არსებულ რისკს ფარავს - იქნება ეს ავტოსაგზაო შემთხვევა, ხანძარი, აფეთქება, გარეგანი დაზიანება, ქურდობა თუ სტიქიური უბედურებები.

გარდა ამისა, ავტო ოპტიმუმს სხვა სასარგებლო საჩუქრებიც მოყვება, მათ შორის ფასდაკლებები საწვავზე, ავტოდახმარება გზებზე და ფასდაკლებები ავტომობილის ნაწილებზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს