ახალგაზრდობის სააგენტომ ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით მესამე ჩარტერული რეისი დააორგანიზა, რომელიც დღეს ბუდაპეშტის მიმართულებით შესრულდა

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ახალგაზრდობის სააგენტომ ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით მესამე ჩარტერული რეისი დააორგანიზა, რომელიც დღეს ბუდაპეშტის მიმართულებით შესრულდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდობის სააგენტოდან აცნობეს, ვინაიდან უნგრეთს, პანდემიის პირობებში, ქვეყნის საჰაერო და სახმელეთო საზღვრები ჩაკეტილი აქვს, აღნიშნული რეისი გამონაკლისის სახით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში უნგრეთის საელჩოს უშუალო ჩართულობით, სახელმწიფოთა შორის მოლაპარაკებების დონეზე განხორციელდა.

„ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა რეზო ჩარკვიანმა, უნგრეთის ელჩთან ვიქტორია ჰოვარტთან, ასევე საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილესთან ანიკო ფარკაშთან და განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელთან ნინო ჭელიძესთან ერთად დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრეთში მიმავალი სტუდენტები გააცილა.

დღევანდელი რეისით ბუდაპეშტში წავიდნენ უნგრეთის სხვადახვა უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის საფეხურის ასევე დოქტორანტურის 80 –მდე სტუდენტი, მათ შორის განათლების საერთაშორისო ცენტრისა და უნგრეთის საელჩოს ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის „სტიპენდიუმ ჰუნგარიკუმის“ სტიპენდიატები და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტები, რომლებიც რეისით ტრანზიტულად სარგებლობენ. რეისი დღეს ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსმა“ შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ საქართვლოს მთავრობის მიერ დადგენილი სუბსიდირებული ჩარტერული სამივე რეისით ჯამში 400–მდე ახალგაზრდამ ისარგებლა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს