შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა პროკურორთან შეხვედრას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავის მოკვლით იმუქრება

„თავს მოვიკლავ, თუ დღეს პროკურორი არ შემხვდება“, - ამის შესახებ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ზ.ხ.-ს მამამ, თამაზ ხომასურიძემ გენერალურ პროკურატურაში განაცხადა.

ის საქმის პროკურორ დავით ყაზარაშვილთან შეხვედრას ითხოვს და აცხადებს, რომ მასთან კითხვები აქვს.

"სამი კითხვა მაქვს პროკურორთან, შეცვალა თუ არა, ჩემი შვილის ჩვენება, წააკითხეს თუ არა ჩემ შვილს ის ჩვენება, რაზეც ხელი მოაწერინეს და ასევე სიცრუის დეტექტორს ვითხოვ", - განაცხადა ხომასურიძემ.

მისივე განმარტებით, ის დღეს, გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის წინააღმდეგ განცხადების დაწერას აპირებს, ვინაიდან, მისივე თქმით, სწორედ ნიკოლაძემ მიუგზავნა მას ის ადამიანები, რომლებმაც დაზიანებები მიაყენეს.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ