ამირან გამყრელიძე - არ გვინდა, კორონავირუსის შემთხვევები იყოს ასეულობით, ამისთვის ყველამ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები

ზრდა, რაც ჩვენ გვაქვს ბოლო 2 კვირის განმავლობაში პროგნოზირებადი იყო იმიტომ, რომ ზაფხულში ქვეყანაში მობილობა სერიოზულად გაიზარდა ხალხმა დაისვენა, იყვნენ კურორტებზე, სტიმული მიეცა ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას და გარკვეულად, რომ ინფექციის შემთხვევების ზრდა გვექნებოდა ეს პროგნოზირებადი იყო, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრემიერ-მინისტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ამირან გამყრელიძე მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები, დაიცვან დისტანცია, ატარონ პირბადე და სადეზინფექციო საშუალებებით დაიმუშაონ ხელები.

„ეს იქნება 20,25,30 თუ 45 შემთხვევა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ყველაფერი ეს არის კონტროლირებადი და მართვადი. შემთხვევების ამ რაოდენობას ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ ეფექტურად უმკლავდება და გაუმკლავდება, მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ ეს შემთხვევები იყოს ასეულობით. ამისთვის ყველამ ერთად, უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც საქართველოს სახელმწიფო და ჯანდაცვის სექტორი იძლევა. ყველამ ვატაროთ პირბადე სადაც ეს აუცილებელია და ეს გახლავთ დახურული შენობები, ეს გახლავთ ტრანსპორტი, იქნება საქალაქო ტრანსპორტი, მეტრო თუ ტაქსი. დამტკიცებულია, რომ პირბადე გახლავთ ყველაზე ძლიერი დამცავი საშუალება ინფექციის გავრცელების. ასევე, ვეცადოთ, რომ დავიცვათ ყველგან დისტანცია და ხშირად დავიმუშაოთ ხელები სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალებებით“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს