დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ხვალ „უორდროპის დიალოგის“ მეშვიდე რაუნდი გაიმართება

დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ხვალ უორდროპის დიალოგის მეშვიდე რაუნდი გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბრიტანეთის საელჩოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სამინისტრო, ვირტუალურად უმასპინძლებს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის „უორდროპის სტრატეგიულ დიალოგს“.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დიალოგს გაუძღვებიან გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა მინისტრი უენდი მორტონი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

„საუბარი შეეხება ორ ქვეყანას შორის ბოლო ერთი წლის მანძილზე არსებულ მიღწევებსა და სამომავლოდ ორ ქვეყანას შორის კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას. მათ შორის:

საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობები მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ორივე ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით.

ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას ამ უპრეცენდენტო ჯანდაცვის კრიზისით გამოწვეული გლობალური სირთულეების დასაძლევად, რათა აღდგენის პროცესი მდგრადი და ეფექტური იყოს.

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო სფეროში კავშირები 40 % გაიზარდა და 2019-2020 წლებში სავაჭრო ბრუნვამ 186 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა. ამასთან, გაორმაგდა დიდი ბრიტანეთის ექსპორტის სააგენტოს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ოდენობა, რაც თავისთავად ახალ შესაძლებლობებს შექმნის საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად. ამ ყველაფრის წინაპირობა საქართველოსა და ბრიტანეთს შორის დადებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაა, რომელსაც 2019 წელს მოეწერა ხელი. საქართველო იყო პირველი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა, რომელთანაც დიდმა ბრიტანეთმა მსგავსი შეთანხმება გააფორმა.

დიდმა ბრიტანეთმა მხარი დაუჭირა საქართველოს, როდესაც რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურმა საქართველოს წინააღმდეგ მასშტაბური კიბერშეტევა განახორციელა. რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის მიერ განხორციელებული ეს კიბერშეტევები, მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლებაში დაბნეულობის დათესვას და ზიანის მიყენებას.

დიდი ბრიტანეთი მტკიცედ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და მზად არის მომავალშიც მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოსთან კიბერ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და მათ წინააღმდეგ საბრძოლველად“,- აღნიშნულია ბრიტანეთის სალჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა