ევროკავშირის ანგარიშის თანახმად, ევროპაში გარდაცვალების ყოველი 8 შემთხვევიდან ერთი, გარემოს დაბინძურებასთან არის დაკავშირებული

ევროკავშირის გარემოს დაცვის სააგენტოს (EEA) ახალი ანგარიშის თანახმად, ევროპაში გარდაცვალების ყოველი 8 შემთხვევიდან, ერთი გარემოს დაბინძურებასთან არის კავშირში.

სააგენტოს მონაცემებით, სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელში 13% მოდის ისეთი ფაქტორებზე, როგორიც არის ხმაური და ჰაერის დაბინძურება, ასევე დაბალი ხარისხის წყალი და ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება. ანგარიშის თანახმად, ღარიბი დასახლებები და მოწყვლადი ადამიანები გარემოს დაბინძურებით ყველაზე მეტად ზარალდებიან.

„ძლიერი ქმედებებია საჭირო ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობის დასაცავად. აშკარა კავშირი არსებობს გარემოს მდგომარეობასა და ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობას შორის“, - ნათქვამია ანგარიშში.

ევროკავშირის ანგარიშის თანახმად, მკაფიო განსხვავება არსებობს ამ მხრივ აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის. „

გარემოსთან დაკავშირებული დაავადებების ტვირთი არათანაბრად ვრცელდება ევროპის მასშტაბით. გარემოსთან დაკავშირებული ფაქტორებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ნორვეგიასა და ისლანდიაში ყველაზე დაბალია - 9%, ალბანეთში 23%, ხოლო ბისნიასა და ჰერცოგოვინაში 27%-მდეც კი იზრება“, - წერს BBC ანგარიშზე დაყრდნობით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც (WHO) აცხადებს, რომ ჰაერის დაბინძურება მთელს მსოფლიოში ყოველ წლიურად მილიონობით ადამიანის დაღუპვის მიზეზია.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს