რუსლან აბაშიძე საქართველოში UNDP-ის ხელმძღვანელ ლუიზა ვინტონს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელ ლუიზა ვინტონთან სამუშაო შეხვდრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ UNDP-დან აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამჟამად არსებულ ვითარებას, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აფხაზეთში COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტთა მზარდ დინამიკაზე და ზოგადად COVID-19 -ით გამოწვეულ ჰუმანიტარულ გამოწვევებზე.

რუსლან აბაშიძემ და ლუიზა ვინტონმა ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და საერთო მიზნებზე, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის დევნილთა საკითხებზე.

შეხვედრას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, UNDP-ის კრიზისების პრევენციის და რეაბილიტაციის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ვარდიშვილი და მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია ესწრებოდნენ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს