"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერებმა მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. ღონისძიება გაიმართა თბილისის ზღვაზე, ზურაბ წერეთლის მონუმენტთან, რომელიც ცნობილია, როგორც "საქართველოს მატიანე". ღონისძიების ფარგლებში "პატრიოტებმა" როგორც თბილისის, ასევე რეგიონების მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. ნაძალადევის რაიონში კი, "პატრიოტთა ალიანსის" თავმჯდომარემ, დავით თარხან-მოურავმა კანდიდატად პარტიის გენარალური მდივანი ირმა ინაშვილი დაასახელა. მიუხედავად ძლიერი წვიმისა და ქარისა, პარტიის მხარდამჭერები წარდგენას ბოლომდე ესწრებოდნენ და "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარობის კანდიდატებს ოვაციებით ხვდებოდნენ.

თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებად დასახელდნენ:

ნაძალადევი - ირმა ინაშვილი;

გლდანი - მერაბ ჭიქაშვილი;

ვაკე - ნანა დევდარიანი;

სამგორი - გურამ ნიკოლეიშვილი;

საბურთალო -კახა ძაგანია;

დიდუბე - არჩილ ბენიძე;

მთაწმინდა - მალხაზ თოფურია.

რაიონებში "პატრიოტთა ალიანსის" მანდატით იბრძოლებენ:

მცხეთა - მთიანეთი - სოსო შატბერაშვილი;

საგარეჯო - სოსლან გარსევანიშვილი;

ზუგდიდი - ოთარ ჭითანავა;

თელავი - სოსო პარწიკანაშვილი;

გორი - კობა მაზანაშვილი;

ოზურგეთი - შოთა გოგიბერიძე;

ჭიათურა - გიორგი კასრაძე;

აჭარა - ჯუმბერ ტაკიძე;

აჭარა - ზორბეგ ბერიძე;

აჭარა - დავით დავითაძე;

აჭარა - გურამ თურმანიძე;

ქობულეთი - გულნარა ბასილაძე;

ქობულეთი - ამირან ტაკიძე;

რუსთავი - პაატა ჯიბლაძე;

ბათუმი - ზურაბ გაბაიძე;

მარნეული - მახირ იუსუპოვი;

მარტვილი - აბაშა - ჩხოროწყუ - წალენჯიხა - ვიქტორ ცაავა;

ფოთი - ხობი - სენაკი - თეიმურაზ ფანჩულია;

ამბროლაური - ონი - ცაგერი - ლენტეხი - მესტია - ერეკლე საღლიანი;

ახალქალაქი - არტაშეს აკოფიანი.

https://youtu.be/nEvTZPfdpPw

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა