ცესკოს ორგანიზებით ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (ACEEEO) 29-ე ყოველწლიური კონფერენცია გაიმართება

დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ორგანიზებით ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (ACEEEO) 29-ე ყოველწლიური კონფერენცია იხსნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, კონფერენცია 9-10 სექტემბერს, COVID-19-თან დაკავშირებული პანდემიის გათვალისწინებით, ონლაინ ფორმატში ტარდება და მასში მონაწილეობას 26 საარჩევნო ადმინისტრაციის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების 120-ზე მეტი წარმომადგენელი და ექსპერტი იღებს.

კონფერენციას „არჩევნები და კომუნიკაციები - საარჩევნო ადმინისტრაციების როლი ეფექტური კომუნიკაციის წარმართვასა და ხელშეწყობაში“ ცესკოს თავმჯდომარე, ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის პრეზიდენტი თამარ ჟვანია და გენერალური მდივანი ჟოლტ ჟოლნოკი გახსნიან.

ცესკო-ს ინფორმაციით, ყოველწლიური კონფერენციის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა „ინფორმაციის გავრცელება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ - კომუნიკაცია სახელმწიფო ორგანოებთან და ჩართულ მხარეებთან“, „დეზინფორმაციასთან დაკავშირებული გამოწვევები არჩევნების დროს“, „პანდემიის დროს ჩატარებული არჩევნებიდან მიღებული გამოცდილება“, „როგორ შევინარჩუნოთ ნდობა არჩევნებისადმი ამომრჩევლებთან ურთიერთობის კუთხით“ და სხვა.

საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, ცესკოს თავმჯდომარე, თამარ ჟვანია კონფერენციაზე პრეზენტაციას წარადგენს თემაზე -„არჩევნები და კომუნიკაციები - საარჩევნო ადმინისტრაციების როლი ეფექტური კომუნიკაციის წარმართვასა და ხელშეწყობაში“ და დეტალურად განიხილავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კომუნიკაციის სტრატეგიას.

როგორც ცესკო-ში აცხადებენ 8 სექტემბერს ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს და გენერალური ასამბლეის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ცესკოს თავმჯდომარე, ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის პრეზიდენტი თამარ ჟვანია ხელმძღვანელობდა.

მათივე ცნობით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის პრეზიდენტი ერთი წლის ვადით, 2019 წელს გახდა. ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაცია 1991 წელს დაარსდა, რომელიც 25 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციას აერთიანებს და მიზნად ისახავს ინსტიტუციონალიზმისა და პროფესიონალიზმის გაძლიერებით ხელი შეუწყოს დემოკრატიული პროცესების განვითარებას საერთაშორისო დონეზე.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს