ნინო ლომჯარიას განცხადებით, შემოწმებულ 143 საჯარო ბაგა-ბაღში როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით პრობლემები დაფიქსირდა

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, თბილისსა და 51 მუნიციპალიტეტში შემოწმებულ 143 საჯარო ბაგა-ბაღში როგორც ინფრასტრუქტურის, ასევე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით მთელი რიგი პრობლემები დაფიქსირდა.

მისი თქმით, კვლევა, რომელიც 2020 წლის გაზაფხულამდე პერიოდს ეხება, ცხადყოფს, რომ კვების მიმართულებით პროგრესის მიუხედავად, ბაღებში პრობლემაა ინფრასტრუქტურის, სუფთა და თბილი წყლის ხელმისაწვდომობის, სათამაშოების მიზნობრიობისა და ოდენობის, ეზოების მოწყობის, ადამიანური რესურსის ნაკლებობისა და ასევე შშმ ბავშვთა ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.

როგორც ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შემოწმებული ბაღების 70% -ზე მეტში სათამაშოების ნაკლებობაა, თითქმის, ნახევარზე მეტში ეზოები არ იყო კეთილმოწყობილი.

„ჰიგიენის თვალსაზრისითაც არის პრობლემები. თბილი წყლით მომარაგება არის პრობლემური და ასევე პრობლემატურია ძალადობის პრევენციის თვალსაზრისით გადამზადება და მომზადება, ძალადობის ფაქტების გამოვლენის მიმართულებით. იქ დასაქმებულ პირებს არ აქვთ შესაბამისი ცოდნა და მომზადება. ჩვენ ყოველთვის ვამოწმებთ რამდენადაა პერსონალი მომზადებული და ინფორმირებული როგორ მოახდინოს ძალადობის იდენტიფიცირება და მასზე რეაგირება. სამწუხაროდ, დავაფიქსირეთ, რომ ხშირ შემთხვევაში, მომზადებაგავლილი დასაქმებული პერსონალი და არც დირექტორები არიან ინფორმირებულებები ძალადობის შემთხვევისას პროცედურებზე", - განაცხადა ლომჯარიამ.

მისივე თქმით, ბაღებში პრობლემაა ფართების სიმცირე და ჯგუფების გადატვირთულობა.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად არიან დღეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები მზად ახალი სააღზრდელო პროცესის დასაწყებად, ლომჯარიას თქმით, აღმოჩენილი პრობლემების მასშტაბურობიდან გამომდინარე, მას არ აქვს ინფორმაცია, რამდენად შესაძლებელი იყო ამ პრობლემების რამდენიმე თვეში მოგვარება.

ამასთან, ლომჯარიას თქმით, მათ „ბავშვთა კოდექსის“ მიღების შემდეგ კერძო ბაგა-ბაღების შემოწმების კომპეტენციაც აქვთ, თუმცა ამ მიმართულებით კვლევა ჯერჯერობით არ ჩაუტარებიათ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო