მამუკა ხაზარაძე - კითხვა მაქვს „ ოცნებასთან", რატომ გჭირდებათ ხელისუფლებაში დარჩენა, ნუთუ ამ გაპარტახებულ 8  წელიწადზე პასუხისმგებლობას ვერ იღებთ?

ვინ არის "ოცნების" სიაში ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ჩემთვის აქვს მნიშვნელობა, რომ ჩვენ "ლელოში" გვყავს წარმატებული ადამიანები და ჩვენი სია და ჩვენი დეპუტატობის კანდიდატები არიან გამორჩეულად ღირსეული ადამიანები ,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

პარტია "ლელოს" ლიდერები დღეს ზუგდიდში იმყოფებოდნენ.

ისინი მოსახლეობას შეხვდნენ და მუნიციპალიტეტში მათი მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს.

"მე მაქვს მთავარი კითხვა "ქართულ ოცნებასთან", რატომ გჭირდებათ ხელისუფლებაში კიდევ დარჩენა. ამ გაპარტახებულ რვა წელიწადზე ნუთუ პასუხისმგებლობას ვერ იღებთ? ვერაფერი ვერ შეძელით, ვერაფერი ვერ გააკეთეთ. ერთი ან ორი პროექტი მაინც დაასახელეთ, რომელითაც იამაყებთ. ალბათ, იმიტომ გჭირდებათ, ხელისუფლებაში დარჩენა, რომ პასუხი არ მოგეთხოვოთ, რომ გააგრძელოთ კორუფცია, რომ გააგრძელოთ ნეპოტიზმი და ეს ქვეყანა, რომელიც რვა წლის განმავლობაში გააჩერეთ, კიდევ ოთხი წლით შეეცადოთ გაჩერება. არ გამოგივათ.

ჩემთვის ვინ არის "ოცნების" სიაში არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ჩემთვის აქვს მნიშვნელობა, რომ ჩვენ "ლელოში" გვყავს წარმატებული ადამიანები და ჩვენი სია და ჩვენი დეპუტატობის კანდიდატები არიან გამორჩეულად ღირსეული ადამიანები. აი, ეს არის არჩევანი. ამიტომ მოვუწოდებ ყველას, კარგად დაფიქრდეს, რომელ პარტიას ჰყავს გუნდი. რომელ პარტიას აქვს წარმატებული ადამიანების გუნდი, რომელ პარტიას აქვს კონკრეტული პროგრამა, რომელიც ამ ქვეყანას მდგომარეობიდან გამოიყვანს და ამას დაუჭირეთ მხარი. ერთხელ და სამუდამოდ იქნებ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომ პარტიას მხარი დავუჭიროთ პროგრამის, ადამიანების და არა ცრუ დაპირების გამო",- განაცხადა ხაზარაძე.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო