„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” დიდ დიღომში წყალსადენის ქსელის ავარიულად დაზიანების შესახებ განცხადებას ავრცელებს

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” დიდ დიღომში კომპანიის წყალსადენის ქსელის ავარიულად დაზიანების შესახებ განცხადებას ავრცელებს. კომპანიის განცხადებით, ადგილზე კომპანიის სამუშაო ჯგუფებია მობილიზებული.„დღეს, 10 სექტემბერს, დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის ქუჩა N32-თან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის სამუშაო ჯგუფი და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 10 სექტემბერს 10:00 საათიდან 21:00 საათამდე, წყალმომარაგება შეზღუდული ექნება:

საბურთალოს რაიონში: მირიან მეფის, ფარნავაზ მეფის, ცამეტი ასურელი მამის, მარშალ გელოვანის ქუჩებს, ბენდუქიძის და ამერიკის საელჩოს დასახლებებს, ვაშლიჯვრის დასახლების კორპუსებს, ზემო ვეძისის, ვაზისუბნის ქუჩებს, ტაშკენტის ქუჩის ნაწილს, გოთუას და მიმდებარე ქუჩებს. სოფელი დიღმის ნაწილს, ქოშიგორას; დიდუბის რაიონში: დიღმის მასივის I კვარტლის N10, 11, 12 კორპუსებს; გლდანის რაიონში: ზაჰესში გრ. ხანძთელის, სხვიტორის და კასკადის ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა