სერგო რატიანი - ია კერზაიას ტრაგედიის შემთხვევაში, ხელისუფლების წარმომადგენლები დარჩნენ დაუსჯელები და ახლა ფართომასშტაბიან  შეტევას ახორციელებენ სკოლის დირექტორებზე

ია კერზაიას ტრაგედიის შემთხვევაში, ხელისუფლების წარმომადგენლები დარჩნენ დაუსჯელები და ახლა ფართომასშტაბიან შეტევას ახორციელებენ სკოლის დირექტორებზე, -ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში, სერგო რატიანმა განაცხადა.

სერგო რატიანის თქმით, ხელისუფლება წინასაარჩევნოდ, შერჩევითი სამართალით, ათავისუფლებს სკოლის დირექტორებს და ნიშნავს საკუთარ რჩეულ დირექტორებს ამ პოზიციაზე.

რატიანმა აღნიშნა, რომ ია კერზაიას საქმეზე ხელისუფლების წარმომადგენლების დაუსჯელობამ წაახალისა ამგვარი ზეწოლა სკოლის დირექტორებზე.

„ხელისუფლებამ გაათავისუფლა ყველა დირექტორი, რომელიც დანიშნული იყო 2014 წელს. მათ არ ჩაატარეს წელს ატესტაცია, რითაც მოუსპეს საშუალება ყოფილ სკოლის დირექტორებს გასულიყვენ კონკურსში და მისცემოდათ საშუალება, მეორედ ყოფილიყვნენ არჩეულნი.

სამაგიეროდ, მათ რჩეულ დირექტორებს ნიშნავენ ფაქტობრივად მოვალეობის შემსრულებლად, რაც არის შერჩევითი სამართალი. უნდა ითქვას ასევე, რომ ეს არის შედეგი იმისა, რომ ია კერზაიას ტრაგედიის შემთხვევაში, ხელისუფლების წარმომადგენლები დარჩნენ დაუსჯელები და ახლა ფართომასშტაბიან შეტევას ახორციელებენ სკოლის დირექტორებზე. ეს ხდება ყველგან და აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლება გრძნობს, რომ აგებს არჩევნებს და აქვთ სრული აგონია.“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა