დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ბრექსითის საკითხზე საგანგებო მოლაპარაკებებს გამართავენ

დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლები დღეს საგანგებო მოლაპარაკებებს გამართავენ და პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის გეგმას განიხილავენ, რომელიც გასვლის შესახებ ხელშეკრულების ნაწილის ცვლილებას გულისხმობს. მედიის ინფორმაციით, ევროპის კომიისიის ვიცე-პრეზიდენტი მაროს სეფჩოვიჩი დღეს ლონდონში ჩავა, სადაც ბრიტანელ კოლეგა მაიკლ გოვეს შეხვდება. პარალელურად კი ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ოფიციალური წარმომადგენლები - დევიდ ფროსტი და მიშელ ბარნიე - სავაჭრო საკითხების განსახილველად დაგეგმილ შეხვედრას გამართავენ.

„ევროკავშირი დიდი ბრიტანეთისგან გასვლის შესახებ ხელშეკრულების სრულ და დროულ განხორციელებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებას ელის,“- განაცხადა ევროპის კომისიის პრესსპიკერმა.

ცნობისთვის, ოთხშაბათს დიდი ბრტანეთის მთავრობამ ბრექსითის კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი წარადგინა, რომელიც გასვლის შესახებ ხელშეკრულების ნაწილის ცვლილებას გულისხმობს. ევროკავშირმა აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, სავაჭრო შეთანხმების მიღწევის შანსი გაანადგუროს.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება