ნათია თურნავა - სამწუხაროდ, ის მეორე ტალღა, რომელსაც ვარაუდობდნენ მთელი მსოფლიოს ეპიდემიოლოგები, საქართველოში უკვე დაწყებულია

სამწუხაროდ, ის მეორე ტალღა, რომელსაც ვარაუდობდნენ მთელი მსოფლიოს ეპიდემიოლოგები, საქართველოში უკვე დაწყებულია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ყველაფერი კეთდება, რომ მკაცრი შეზღუდვები საჭირო აღარ გახდეს, რადგან ამას „ჩვენი ეკონომიკა ვეღარ გაუძლებს“.

„ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რომ პირველივე დღიდან ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლზე აგვეყვანა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ შევპირდებით მოსახლეობას, რომ კორონავირუსი გაქრება, ეს ჯერჯერობით შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ რასაც შევპირდით არის, რომ ერთად ვისწავლით ცხოვრებას, მიუხედავად პანდემიისა და სწორედ ამას ვაკეთებთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კვლავ დიდი შემზღუდავი ზომები საჭირო არ გახდეს, როგორც ეს ერთხელ უკვე გავიარეთ. ასეთ დარტყმას ჩვენი ეკონომიკა რა თქმა უნდა, ვეღარ გაუძლებს. შესაბამისად, წერტილოვანი ღონისძიებებით და ასევე, ჩვენი სამედიცინო პერსონალის პროფესიონალიზმის წყალობით, იმედი გვაქვს, რომ ამ პროცესს შედარებით უმტკივნეულოდ გავივლით“,-განაცხადა თურნავამ.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?