მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონს ორი ახალი დასასვენებელი სივრცე შეემატა

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცეების შექმნა გრძელდება. ამ დროისთვის, ნუცუბიძის N179-ში პროექტი უკვე დასრულდა, ჭავჭავაძის N 83-ში კი - მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე ვაკის რაიონის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე გაეცნო.

პროექტებით, შემოღობილ სივრცეებში გათვალისწინებულია სხვადასხვა საპარკე ავეჯის, დასასვენებელი პავილიონის დამონტაჟება, საბავშვო-გასართობი მოედნების მოწყობა ატრაქციონებით, განათების და სარწყავი ქსელების გაყვანა, ყვავილების და ბალახის დარგვა.

მათივე ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ საბავშვო მოედნების საფუძველზე ეწყობა ჰიდროიზოლაცია და დრენაჟი, რაც ტერიტორიაზე წვიმის დროს წყლის დაგროვებას გამორიცხავს.

ორივე პროექტის ჯამური ღირებულება 364 000 ლარს შეადგენს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს