ამირან გამყრელიძე - ქუთაისის 32-ე სკოლაში, სადაც კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დიდი ალბათობით, დასწრებული სასწავლო პროცესი ვერ განახლდება

ქუთაისის 32-ე სკოლაში, სადაც კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დასწრებული სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან სავარაუდოდ, ვერ განახლდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, 32-ე სკოლის 21 ინფიცირებული თანამშრომლიდან მძიმე მდგომარეობა არცერთს არ აქვს და მათ დაავადებისთვის დამახასიათებელი მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ.

„ქუთაისის 32-ე სკოლაში 21 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, რომელიც თბილისში ჩატარებულ ერთ-ერთ დიდ სადღესასწაულო სუფრას უკავშირდება. ამავე სუფრიდან „ცაგერის კლასტერი“ შეგვექმნა, სადაც 12 დადასტურებული შემთხვევაა, ასევე ქუთაისის 3 შემთხვევა, რომელიც 21 შემთხვევამდე გამოვლინდა და ასევე ზუგდიდის შემთხვევა.

უნდა გავითავისოთ, რომ არ არის ახლა სადღესასწულო და ჭირის სუფრების დრო, რომელიც ძალიან მომატებული რისკია ინფექციის გავრცელების. ფაქტია, რომ ინფექციის გავრცელების ინტენსივობამ ქვეყანაში მოიმატა.

ორი დიდი კლასტერი, რომელიც ახლა ჩამოყალიბდა, სადღესასწაულო სუფრებს უკავშირდება. ერთი ბათუმში დიდი ქორწილი, რომელმაც „გურიის კლასტერი“ მოგვცა, 8 შემთხვევით და მეორე უკვე თბილისის სადღესასწაულო სუფრა.

გამოვლენილი 21 შემთხვევის კონტაქტების კვლევა ახლა მიმდინარეობს.

32-ე სკოლაში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. ამ სკოლის პედაგოგების ნაწილი თვითიზოლაციაშია, ნაწილი კარანტინში და ახლა მიმდინარეობს 21 ინფიცირებულის საავადმყოფოებში გადანაწილება. საბედნიეროდ შემთხვევების უმეტესობა უსიმპტომო ან მსუბუქი სიმპტომებითაა, ტემპერატურის მომატებით და ხველით. მძიმე შემთხვევა არცერთი არაა. დიდი ალბათობით, ამ სკოლაში არ იქნება დასწრებული სწავლის განახლების საშუალება. ალბათ, უფრო რეკომენდაცია იქნება, თუ განახლდა სწავლა, ონლაინ რეჟიმში განახლდეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია