საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი გლობალურ სამიტს - ClimateRed თავმჯდომარეობდა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ჩართულია გლობალურ ონლაინ-სამიტ ClimateRed-ში, რომელიც კლიმატსა და გარემოს კრიზისს ეხება .

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებიდან აცნობეს, დღეს, სესიას „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ლიდერები - ერთობლივად კლიმატური და ეკოლოგიური კრიზისის წინააღმდეგ“, გაუძღვა წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი, ნათია ლოლაძე.

„სამიტზე ეროვნული საზოგადოებების წარმომადგენლებმა განიხილეს მათი როლი ქვეყანაში კლიმატის ცვლილებების მართვასთან დაკავშირებით, ასევე ისაუბრეს სამომავლო აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაზე.

შეხვედრა, რომელშიც 195 ქვეყნიდან 8 000 ადამიანი მონაწილეობს, მოიაზრება როგორც ყველაზე დიდი კრება რაც კი აქამდე ჩატარებულა კლიმატისა და გარემოს კრიზისის შესახებ. სამიტის განმავლობაში სიტყვით გამოვა უელსის პრინცი, ნიდერლანდების პრინცესა და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართება 200-ზე მეტი სესია, რომელსაც გაუძღვებიან ეროვნული საზოგადოებები და პარტნიორები ”,-აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“