ეუთოს ციფრულ პანელურ დისკუსია  Connecting the Dots -ზე  ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი წარსდგა

10 სექტემბერს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) ორგანიზებითა და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ევროპის საბჭოს, PricewaterhouseCoopers Global (PwC) და დიპლომატიის ევროპული აკადემიის თანაორგანიზებით, ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა ღონისძიება - “წერტილების დაკავშირება - პოლიტიკურ და საჯარო სფეროში ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერება” (“Connecting the Dots - strengthening youth engagement in political and public life”). ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდობის სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციისა, თუ ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე, დაახლოებით 60-მდე ქვეყნის 250-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის ექსპერტები, აქტივისტები, საჯარო მოხელეები, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების გახსნით ნაწილში სიტყვით გამოვიდა სსიპ საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რევაზ ჩარკვიანი.

მათივე ცნობით, ჩარკვიანმა ვრცლად ისაუბრა ახალგაზრდობის სააგენტოს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის როლსა და მის საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობაზე:

„ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემა, რომელსაც ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებით ვქმნით, ახალგაზრდებს საკუთარი პოტენციალის სრულად რელიაზების შესაძლებლობას მისცემს და მათი საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურ მონაწილეობას უზრუნველყოფს.

ხსენებული რეფორმების გეგმა პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს ახალგაზრდების მონაწილეობას ეხება და ითვალისწინებს ისეთი პლატფორმების, მექანიზმების, და შესაძლებლობების გაჩენას, რაც გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების მნიშვნელოვან მონაწილეობას უზრუნველყოფს.

მათ შორის: ჩვენ უკვე შევქმენით ევროპის საბჭოს advisory council on youth-მოდელით ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, რომელშიც ახალგაზრდები საქართველოს 10 რეგიონიდან არიან ჩართული, ამასთან ევროკავშირისა და გაეროს სააგენტოების მხარდაჭერით დავიწყეთ მუშაობა „სახელმწიფო (კროსსექტორულ) ახალგაზრდული სტრატეგია 2020–2025“–ზე, სტრატეგიის შემუშავების პროცესში სხვადასხვა მექანიზმებით აქტიურად არიან ჩართული ახალგაზრდები“,- აღნიშნა მან.

ღონისძიების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე - „სამოქალაქო განათლება, როგორც ახალგაზრდების ჩართულობის საფუძველი“ სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ვარლამ ბაძაღუა და პროექტის “იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის” გამარჯვებული დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, კესარია კაკაბაძე. მათ წარმოადგინეს ახალგაზრდა ელჩების პროექტი; ისაუბრეს პროექტით შერჩეული ახალგაზრდა ელჩების საქმიანობაზე და ხაზი გაუსვეს პროექტის მნიშვნელობას, რომელიც ასე წარმატებულად მიმდინარეობს.

საყურადღებოა, რომ სამუშაო შეხვედრების ფარგლებში ასევე განიხილეს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ახალგაზრდების სათანადო ჩართულობის საკითხები და ზემოხსენებულ პროცესებში მათი მონაწილეობის გაზრდის გზები.

ღონისძიების დასასრულს მიღებულ იქნა დოკუმენტი სახელწოდებით „ახალგაზრდობისა და დემოკრატიის დღის წესრიგი“. აღნიშნული დოკუმენტი განკუთვნილია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სხვა შესაბამისი უწყებებისთვის იმ მიზნით, რომ მხარი დაუჭირონ ახალგაზრდების მონაწილეობას საჯარო და პოლიტიკურ პროცესებში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა