თავდაცვის სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფო კომპანია „რაფაელს" შორის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და განვითარების მიზნით, თავდაცვის სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფო კომპანია „რაფაელს" შორის შეთანხმება გაფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ხელშეკრულების თანახმად, საჰაერო თავდაცვით დანადგარებს სრული აღდგენა და მოდერნიზაცია ჩაუტარდება.

შეთანხმების გაფორმებამდე, საქართველოს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებისა და საჰაერო თავდაცვითი სისტემების განახლების საკითხები თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის თავდაცვის უწყების დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო კომპანიის „რაფაელის“ წარმომადგენლებთან განიხილა. მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივებზე და სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს, მათ შორის საუბარი შეეხო პირადი შემადგენლობის გადამზადებასა და შესაბამისი ტრენინგების გავლას.

„რაფაელის მოწინავე თავდაცვითი სისტემების“ კომპანია ისრაელის თავდაცვის სამინისტროს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას წარმოადგენს, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის იარაღის, სამხედრო და თავდაცვითი ტექნოლოგიების გაუმჯობესებასა და წარმოებაზე მუშაობს, ასევე აწარმოებს ექსპორტსაც.

უწყების ინფორმაციით, ავიაციის განვითარების საკითხებზე თავდაცვის უწყებაში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ავიაციის პარკის მოდერნიზების საკითხებზე ირაკლი ღარიბაშვილი „ელბიტ სისტემების“ წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა თანამედროვე რადიო-ელექტრონული სისტემებით საფრენი აპარატების აღჭურვის საკითხებზე იმსჯელეს, რაც საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებული თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას უზრუნველყოფს.

„ელბიტ სისტემები“ მაღალი ტექნოლოგიების მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სისტემების განვითარებაზე მუშაობს და თავდაცვითი უსაფრთხოების სისტემებს აწარმოებს.

შეხვედრებს ასევე, დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილე ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი, პოლკოვნიკი სერგო ნინუა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები