თენგიზ ომანიძე - 30-წლიანი წყვეტის შემდეგ, ეროვნული მოძრაობა, რომლის კურსის გამგრძელებლად ჩვენ მოვიაზრებით, პარლამენტში იქნება

თავისუფალმა საქართველომ“ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარ კანდიდატად თენგიზ ომანიძე წარადგინა. რას საქმიანობს და რა წინასაარჩევნო პროგრამა აქვს „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ამომრჩევლებისთვის, აღნიშნულ თემებზე „ინტერპრესნიუსს“ თენგიზ ომანიძე ესაუბრა.

- რატომ გადაწყვიტეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა. რას პირდებით ამომრჩეველს?

-პარტია „თავისუფალი საქართველოს“ დამფუძნებელი წევრი ვარ. პირველი დღიდან ვარ „თავისუფალი საქართველოს“ რიგებში. საკმაოდ მდიდარი საარჩევნო გამოცდილება მაქვს, პრაქტიკულად, ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველა არჩევნებში ვიღებდი მონაწილეობას, მაგრამ პირველად ვმონაწილეობ, როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

პროფესიით ვარ იურისტი და ჩავთვალე, დღეს ნამდვილად არის დრო, რომ ჩემი რესურსი და გამოცდილება, რაც დავაგროვე საჯაროდ გამოვიტანო, შევთავაზო ჩემი თავი ამომრჩეველს და ვთხოვო მათ, რომ გამომიცხადონ ნდობა. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩემი მიზანი იქნება, რაც შეიძლება მეტ დიდუბელს და ჩუღურეთელს გავაცნო „თავისუფალი საქართველოს“ საარჩევნო პროგრამა. ჩემი მიზანია ამომრჩეველმა „თავისუფალი საქართველოს“ განხორციელებული და სამომავლო გეგმებიც იცოდეს. ამ მხრივ, საკმაოდ იმედიანად ვართ განწყობილი.

- როგორ აფასებთ თქვენს კონკურენტს მმართველი გუნდიდან და ასევე თქვენს შანსებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში?

- საარჩევნო ოლქებში კონკურენტებზე თავდასხმა „თავისუფალი საქართველოს“ მიზანი არ არის. ჩვენი მთავარი მიზანია ამომრჩევლებისთვის პარტიის უპირატესობის გაცნობა, კერძოდ, პარტია „თავისუფალი საქართველო“ არც ერთი წუთით არ ყოფილა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში. „თავისუფალი საქართველო“ საქართველოში ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც სათავეს არ იღებს „მოქალაქეთა კავშირიდან“. ყველა დანარჩენი ოპონენტები, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ვითარებაში დაკავშირებულები იყვნენ ხელისუფლებებთან, როგორც ყოფილთან, ასევე ამჟამინდელთან. ეს „თავისუფალ საქართველოს“ ნამდვილად გამოარჩევს.

ასევე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი დაპირებები, რასაც ვაძლევთ ამომრჩეველს, არ გახლავთ მხოლოდ დაპირება და სიტყვები. ჩვენ ორ პროგრამას უკვე ვახორციელებთ. პირველი, ეს არის იაფი მედიკამენტების პროგრამა. ჩვენ, „თავისუფალ საქართველოს“ თურქეთიდან დაახლოებით 60-70%-ით დაბალ ფასად შემოგვაქვს მედიკამენტები, რომლებიც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია „თავისუფალი საქართველოს“ აფთიაქში იმაზე დაბალ ფასად შეიძინონ, ვიდრე სხვა მონოპოლიურ ქსელებში.

მეორე პროგრამა, რასაც ვახორციელებთ, ეს არის ბანკების და მევახშეების წინააღმდეგ წამოწყებული ბრძოლა, რომელიც წლებია გრძელდება. ჩვენ უკვე 200-ზე მეტი ოჯახის გამოსახლება შევაჩერეთ. ეს ხდება სასამართლოს წესით, ზოგჯერ აღსრულების პროცედურებში უშუალოდ წინააღმდეგობის გაწევით, ნებისმიერი მეთოდებით ვცდილობთ წინ აღვუდგეთ ამ უკანონო, არარეგულირებულ მევახშეობას. იცით, რომ ამ მხრივ საქართველოში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ჩვენი მიზანია ბანკებს აეკრძალოთ მოვალის გამოსახლება უკანასკნელი საცხოვრებელი ბინიდან.

ჩვენ ვცდილობთ, ოპოზიციის რიგებიდან დავეხმაროთ ხალხს, განვახორციელოთ ისეთი პროგრამები, რაც მოსახლეობას შეღავათს მისცემს. ეს შეეხება იაფ საწვავსაც. იცით რომ ქართულ ბენზინგასამართ სადგურებში საწვავი იყიდება მონოპოლიურ ფასებში, დაახლოებით 40-50 თეთრით ძვირად, ვიდრე რეალური ღირებულება. ჩვენ ვგეგმავთ, ავამოქმედოთ, ისეთი პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს საწვავი დაბალ ფასად შეიძინონ.

- რა მოლოდინები გაქვთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში?

- კურიოზულია, როდესაც საქართველოში ნებისმიერი პოლიტიკურ პარტია ამბობს, რომ სწორედ ის არის ყველაზე რეიტინგული ძალა. ჩვენ, რა თქმა უნდა, უფრო რეალისტურად ვუყურებთ პროგნოზებს. ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ „თავისუფალი საქართველო“ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იქნება წარმოდგენილი.

2018 წლის არჩევნებში, ჩვენმა პარტიამ თბილისში 3%-ზე მეტი აიღო, თუმცა, მაშინ ძალიან შეზღუდული ფინანსური და მედია რესურსი გვქონდა. ამ არჩევნებისთვის კი უკეთესად ვართ მომზადებული და ვფიქრობთ, გავაორმაგებთ ან გავასამმაგებთ ბოლო არჩევნებზე ნაჩვენებ შედეგს, ეს ყველაფერი კი მოგვცემს შესაძლებლობას მომავალ პარლამენტში ფრაქციის სახით ვიყოთ წარმოდგენილი.

ეს ყოველივე გარღვევა იქნება ქართულ პოლიტიკაში, იქიდან გამომდინარე, რომ 30-წლიანი წყვეტის შემდეგ, ეროვნული მოძრაობა, რომლის იდეოლოგიური კურსის გამგრძელებლად ჩვენ მოვიაზრებით საკუთარ თავს, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში იქნება წარმოდგენილი.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში