პარლამენტის არჩევნებში მონაწილე გარკვეული საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები წილისყრით განისაზღვრება

საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე გარკვეული საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები წილისყრით განისაზღვრება.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, წილისყრის პროცედურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) სხდომაზე ჩატარდება, რომელზეც ცესკოში რეგისტრირებული ყველა სუბიექტის რიგითი ნომერი ერთიანად განისაზღვრება. წილისყრა კი ეხება იმ პარტიებს, რომლებსაც საარჩევნო კანონმდებლობით უფლება არ აქვთ გამოიყენონ წინა არჩევნებზე მინიჭებული რიგითი ნომერი.

„2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის ცესკოში რეგისტრაცია 66-მა პოლიტიკურმა პარტიამ გაიარა. კანონმდებლობის შესაბამისად, ცესკოს, 4 სექტემბრის ჩათვლით, უკვე მომართა 10-მა უფლებამოსილმა საარჩევნო სუბიექტმა რიგით ნომრების მინიჭებასთან დაკავშირებით. ამასთან, რამდენიმე მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნების დღის დანიშვნის შემდეგ, აღნიშნულ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს ასევე აქვთ უფლება მომართონ ცესკოს რიგით ნომრებთან დაკავშირებით.

პარლამენტის არჩევნებისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიებში დამოუკიდებელი კანდიდატები ამომრჩეველთა 22-მა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს რიგით ნომერს წილისყრით ანიჭებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია, მას შემდეგ რაც ცესკოს მიერ რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების/ბლოკების რიგითი ნომრები განისაზღვრება.

საარჩევნო კოდექსი საარჩევნო ბლოკების შემთხვევაშიც განსაზღვრავს წინა საერთო არჩევნებზე გამოყენებული რიგითი ნომრების გამოყენების წესს. საარჩევნო ბლოკებისთვის რეგისტრაციის მიზნით ცესკოსთვის მომართვის ბოლო ვადა 18 სექტემბერია. შესაბამისად, მხოლოდ აღნიშნული საკანონმდებლო ვადების გათვალისწინებით, ცესკოს ექნება წილისყრის პროცედურის ჩატარებისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრების მინიჭების შესაძლებლობა“, - აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს