ადგილობრივმა მოსახლეობამ დიღმის ჭალებთან დაკავშირებით აქცია გამართა

ადგილობრივმა მოსახლეობამ დიღმის ჭალებთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა მუნიციპალურ სარეკრეაციო ტერიტორიაზე გარემოს დამაზიანებელი საწარმოების ფუნქციონირება კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, რამდენიმე წლის განმავლობაში დიღმის ჭალების ტერიტორიაზე ინტენსიურად დაიწყო და „კვლავაც გრძელდება გარემოს დამაზიანებელი მრავალი უკანონო საქმიანობა, რომელთა შედეგად დიღმის ჭალები ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დადგა“.

აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, ტერიტორიაზე გამოიკვეთა რამდენიმე დანაშაულებრივი ქმედება, მათ შორის, ტერიტორიის გაუტყეურება, მდინარის კალაპოტის წყალდაცვითი ზონიდან ქვა-ღორღის ულიცენზიო და არამდგრადი მოპოვება; კარიერის თხრილების შევსება სამშენებლო ნაგვით, დანაშაულის კვალის დაფარვის მიზნით, რამაც გამოიწვია კალაპოტის დამახინჯება და ამაღლება, აქედან გამომდინარე, ქალქის დატბორვის რისკების ზრდა; მოპოვებული ნედლეულის არამდგრადი დასაწყობება მიმდებარე ნაკვეთზე ტყის მასივის ჩამარხვის ხარჯზე;

„აპრილიდან მოყოლებული ადგილობრივმა მოსახლეობამ არაერთი სატელეფონო და წერილობითი საჩივრით მიმართა მერიის და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, თუმცა დროულ და ეფექტურ რეაგირებას ვერ მიაღწია. მხოლოდ ჩვენი ყოველდღიური მრავალმხრივი აქტივიზმის შედეგად შევაჩერეთ უკანონო კარიერული სამუშაოები და სამშენებლო ნაგვის შემოტანა ჭალის ტერიტრიაზე, თუმცა დასაწყობებული წიაღისეულის გადამუშავება და რეალიზაცია დღემდე აქტიურად გრძელდება. მიგვაჩნია, რომ ამის მიზეზია თბილისის მერიის უმოქმედობა და შესაბამისი უწყებების გულგრილობა დიღმის ჭალების მრვალაწახნაგოვანი პრობლემის მიმართ. სწორედ ამიტომ ჩვენი, საინიცატივო ჯგუფის მთავარი მოთხოვნებია, რომ სასწრაფოდ შეწყდეს დიღმის ჭალებში მიმდინარე უკანონო საქმიანობები; მუნიციპალური ტერიორიიდან დაუყოვნებლივ გაძევდეს კანონდამრღვევი საწარმო და დაეკისროს ადეკვატური პასუხისმგებლობა; მერიამ უზრუნველყოს აღნიშნული ტერიტორიის სატყეო ზონად გამოცხადება და სამომავლოდ ტყე-პარკის აღდგენის გეგმის შედგენა. ჩვენ არ გვინდა ბეტონის ქარხანა, ჩვენ გვინდა ჭალის ტყე!“ -განაცხადეს აქტივისტებმა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს