გიორგი გახარია -  მოხევეებო, გისურვებთ გამარჯვებას სამართლიან ბრძოლაში

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ ყველას გვქონდეს თანაბარი, სამართლიანი პირობები იმისთვის, რომ ვიშრომოთ და სამართლიანად და ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენისას განაცხადა.

გახარიას განცხადებით, შალვა კერესელიძე იქნება ადგილობრივების ღირსეული ხმა საკანონმდებლო ორგანოში. ამასთან, პრემიერმა რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა აღარ იქნება.

„ჩვენ უდიდეს ყურადღებას ვაქცევთ გუდაურს. გუდაურში წლების განმავლობაში დაგროვილი და გაჭიანურებული წყალმომარაგების პრობლემა წლევანდელ სეზონზე იქნება გადაწყვეტილი და ეს პრობლემა აღარ იარსებებს. თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ წელს, ამ პანდემიის პირობებში, ტურისტების რაოდენობა ბუნებრივად შეგვიმცირდა და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის,რომ მოვახერხოთ ჩვენი ეკონომიკის აღდგენა. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. ყველამ უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენს შვილებს მივცეთ საუკეთესო განათლება და არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა ეს იქნება თბილისის თუ ყაზბეგის სკოლაში. ჩვენს მოხუცებს უნდა ჰქონდეთ ძლიერი სოციალური დახმარება და ამიტომ ყაზბეგის ყველა სოფელს აქვს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი, რაც პირდაპირი სოციალური დახმარებაა აქ მცხოვრები თითოეული მოქალაქისთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ ყველას გვქონდეს თანაბარი, სამართლიანი პირობები იმისთვის, რომ ვიშრომოთ და სამართლიანად და ღირსეულად ვარჩინოთ ჩვენი ოჯახები. დარწმუნებული ვარ, ამ საქმეში თქვენ მოგეხმარებათ თქვენი მაჟორიტარობის კანდიდატი- შალვა კერესელიძე. ის არის ამ კუთის შვილი და იყო ამ რეგიონის გუბერნატორი. მან ძალიან კარგად იცის აქ თითოეული პრობლემა. როგორც კი გავიმარჯვებთ მეორე დღეს დაიწყებს აქაური მოსახლეობის ინტერესების დაცვას და დარწმუნებული ვარ, რომ ყაზბეგელების ღირსებული ხმა იქნება საკანონმდებლო ორგანოში. მოხევეებო, გისურვებთ გამარჯვებას სამართლიან ბრძოლაში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო