კახა კალაძე - ჩვენ ძალიან კარგად ვიცით გამარჯვებების გემო

დარწმუნებული ვარ, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, ერთიანი ძალისხმევით, თანადგომით შევძლებთ გამარჯვების მიღწევას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თიანეთში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის შალვა კერესელიძის წარდგენისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, გამარჯვებას, რომელსაც მიაღწევენ, იქნება ქვეყნის გამარჯვება, იმიტომ, რომ დღეს, ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება სიმშვიდე, მშვიდობა და სტაბილურობა.

„აქ ქვეყნის მოყვარული, ამაყი და მშრომელი ხალხი ცხოვრობს. მრავალფეროვანი, ლამაზი ბუნება, მაღალი მთები, ისტორიული ძეგლები - ეს ყველაფერი კარგად მეტყველებს თქვენზე, თუმცა, ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის დაუვიწყარია ის განსაკუთრებული გამბედაობა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე რთულ პერიოდში გამოიჩინეთ და არ შეუშინდით არცერთ დაბრკოლებას, როდესაც „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მხარდამხარ იბრძოდით წინა ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ გვახსოვს, რამდენად რთული იყო ეს პერიოდი, მხედველობაში მაქვს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები. ყველას კარგად გვახსოვს, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანების მიმართ, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი ერთად გამოვიარეთ და გადავლახეთ“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან რეგიონებს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

„თიანეთში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მასშტაბური ინფრასტრუქტურული ენერგეტიკული, გარემოსდაცვითი პროექტებისა და ტურიზმის განვითარების პარალელურად ძალიან დიდი ყურადღება ექცევა რეგიონში სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის განვითარებას. სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებით არაერთმა თქვენგანმა ისარგებლა და მომავალშიც ერთად უნდა შევძლოთ, რომ ეს სიკეთე თითოეულმა თქვენგანმა საკუთარი ოჯახის კეთილდღეობისთვის გამოიყენოს. რასაკვირველია, ამ ეტაპისთვის მიღწეული წარმატებებით არც თქვენ, არც ჩვენ ვკმაყოფილდებით, რადგან მიგვაჩნია, რომ ერთად, ხელისუფლებისა და თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლიანი ნაბიჯებით შევძლებთ, რომ ეს მხარე და აქ მცხოვრები ადამიანები ბევრად უკეთ და შეძლებულად ცხოვრობდნენ. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის მომავალი გამარჯვებები. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით გამარჯვებების გემო, დაწყებული 2012 წლიდან ყველა არჩევნები, რაც კი ჩატარებულა ჩვენ წარმატებით გამოვდიოდით და თიანეთი ყოველთვის იყო მოწოდების სიმაღლეზე. ამისთვის მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს, ჩვენს თითოეულ თანაგუნდელს, თანამებრძოლს“, - განაცხადა კახა კალაძემ .

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა