პარლამენტის შენობასთან ტურისტული კომპანიების, საკლუბო და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან ივენთ-მენეჯერებმა, ტურისტული კომპანიების, ასევე საკლუბო და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

ობიექტების მეპატრონეები რეგულაციების დაცვით მათი ობიექტების ამუშავებას, ხელისუფლების მხრიდან რეაგირებას და მათთან მოლაპარაკებას ითხოვენ.

მათი თქმით, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აქციების გაგრძელებას გეგმავენ.

,,ჩვენი მოთხოვნაა, რომ ყურადღება მოგვაქციონ, ჩვენ არ ვითხოვთ მათგან მხარდაჭერას, უბრალოდ, მოგვცენ საშუალება, რომ ვიმუშაოთ, ჩვენი შრომით გამოვიმუშაოთ თანხები და ვარჩინოთ ოჯახები.

ჩვენი აქცია არის აპოლიტიკური, არ ემხრობა პოლიტიკას და ვართ გამოსულები მშვიდობიანად. აქ არიან შეკრებილი მომღერლები, მოცეკვავეები, ტურისტული კომპანიები, მსახიობები, სარესტორნო ბიზნესი და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

ვიცავთ რეგულაციებს, რაც დააწესეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვიკეტებით. ჩვენ აღარ გვაქვს იმის საშუალება, რომ ვიმუშაოთ, ამიტომ გაგვცენ პასუხი, რითი ვიარსებოთ“, - აღნიშნა მომღერალმა ანი როგავამ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს