„ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილ პოლიტიკური პარტიების „ქცევის კოდექსს“ უერთდება

„ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილ პოლიტიკური პარტიების „ქცევის კოდექსს“ უერთდება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტი მთელ რიგ მნიშვნელოვან პრინციპებსა და ღირებულებებს ითვალისწინებს.

„ჩართულები ვიყავით ამ დოკუმენტის შემუშავებაში. გვქონდა რამდენიმე შენიშვნა, რომელიც გაითვალისწინა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. ეს შენიშვნები შეეხებოდა პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან ცილისწამებასა და დანაშაულის დაბრალებაზე, ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე უარის თქმას და მასზე რეაგირებას, ასევე, ამომრჩევლის კონტროლის, მათი აგიტაციის მიზნით საარჩევნო უბანთან შეყოვნების და შემოხაზული ბიულეტენის ფოტოგადაღების, ან ხმის მიცემის კაბინიდან კონვერტში განთავსების გარეშე გამოტანას.

შესაბამისად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი პოლიტიკური პარტიების „ქცევის კოდექსი“ შეიცავს და ითვალისწინებს მთელ რიგ პრინციპებსა ღირებულებებს, რაც ცალსახად მისასალმებელია და აქედან გამომდინარე, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უერთდება წინამდებარე დოკუმენტს. მას ჩვენი მხრიდან უკვე ხელი მოაწერა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებს, „ქცევის კოდექსში“ ასახული ყველა პუნქტის რეალურად შესრულება უზრუნველყონ.

„ოპოზიციის წარმომადგენლები, როგორც ვიცით, თავიდან უარს აცხადებდნენ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერაზე, თუმცა ჩვენი დასავლელი მეგობრების 3-დღიანი მუშაობის შედეგად, როგორც ჩანს, მათთან შედგა შეთანხმება და მისასალმებელია, რომ დუკუმენტზე დაფიქსირდება მათი ხელმოწერაც. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას უზრუნველვყოთ ყველამ ერთად „ქცევის კოდექსში“ დაფიქსირებული პუნქტების რეალურ ცხოვრებაში აღსრულება, რათა მასზე ხელმოწერა უბრალო ფორმალობად არ დარჩეს. აქვე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ცესკო-ს თავმჯდომარეს, ქალბატონ თამარ ჟვანიას და ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ამ მაღალი ხარისხის დოკუმენტის შემუშავებას“, - განაცხადა მდინარაძემ.

იხილეთ ვიდეო:"ქართული ოცნება" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილ პოლიტიკური პარტიების "ქცევის კოდექსს" უერთდება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა