შალვა ნათელაშვილი - ოპოზიცია „ქცევის კოდექსს“ ხელს აწერს მმართველი პარტიის გარეშე, რადგან მასთან ვალდებულების აღება ნიშნავს მგელთან კომუნიკეს, რომ ის ვეგეტარიანელი გახდება და ხორცს არ შეჭამს

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა არჩევნებისთვის პარტიებთან მიმართებაში შემუშავებულ “ქცევის კოდექსს” ხელი მოაწერეს.

როგორც"ინტერპრესნიუსს" "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა ლევან თარხნიშვილმა განუცხადა, დოკუმენტი საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს.

მისივე განმარტებით, ოპოზიციურმა პარტიებმა დოკუმენტს ხელი "პრინციპულად მმართველი გუნდისგან ცალკე მოაწერეს", რადგან "ქართული ოცნების" მხრიდან კოდექსის ნორმების დაცვის მოლოდინი არ არსებობს.

ოპოზიციურმა პარტიებმა "ქცევის კოდექსი" “ლეიბორისტული პარტიის" ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე გააფორმეს.

"გრძელდება ქართული ოპოზიციის უპრეცედენტო თანამშრომლობა ოლიგარქიული რეჟიმის დემოკრატიულად შესაცვლელად. დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ „ქცევის კოდექსს“ მმართველი პარტიის გარეშე, რადგან მათთან ერთად რაიმე ვალდებულების აღება ნიშნავს მგელთან კომუნიკეს დადებას, რომ ის ვეგეტარიანელი გახდება და ხორცს არ შეჭამს. ჩვენ დღეს შევასრულეთ დიდი ვაჟა ფშაველას დანაბარები "ბილწთ არ შავეკვრი ზავით". არასდროს ზავით არ შევეკვრებით ძალას,რომლის მიზანია ქვეყნის დაქსაქსვა, განადგურება. მინდა უდიდესი მადლობა მოვახსენო აქ წარმოდგენილ ქართულ პოლიტიკურ ელიტას, ოპოზიციას, ქართული პოლიტიკა ისაა, რაც ამ ფორმატში ხდება და ამას მთელი მსოფლიოში აღიარებს. ვერანაირმა ძალამ პოზიცია ვერც ერთ პარტიას და ლიდერს ვერ შეაცვლევინა იმ გზაზე, რომელსაც მივყვევით. ეს არის გამარჯვებისა და ქვეყნის ხსნის გზა", - განუცხადა ჟურნალისტებს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის შემუშავებულ „ქცევის კოდექსს“ „ქართული ოცნებაც“ შეუერთდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა