მამუკა მდინარაძის განცხადებით, რეალურად „ქართული ოცნების“ რეიტინგი 60%-ს უტოლდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, რეალურად „ქართული ოცნების“ რეიტინგი 60%-ს უტოლდება. როგორც მდინარაძემ კვლევითი ორგანიზაცია „გორბის“ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა, გადაუნაწილებელი ხმების 4%-ის ალოკაცია რომ მომხდარიყო, მონაცემები რეალურს დაემთხვეოდა.

„ჩვენ ვიცით, რომ რეალური მონაცემი კიდევ უფრო მეტია. „გორბის“ კვლევაში კიდევ დარჩა გადაუნაწილებელი, თუ არ ვცდები 4%, რომელიც ბოლომდე ალოკაციის შემთხვევაში იძლევა დამატებითი ვარაუდების საფუძველს. თუ ბოლომდე მოხდება ალოკაცია რეალურ მონაცემებსაც დაემთხვევა. ჩვენი მონაცემები დღეს თითქმის უტოლდება 60%-ს. ასე რომ, „გორბის“ კვლევაში ეს 4% რომ ბოლომდე ალოკაციით ყოფილიყო წარმოდგენილი, ამ მონაცემს დაემთხვეოდა“,- განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, წარმოუდგენელია, როგორც ამ კვლევის მიხედვით „პატრიოტთა ალიანსის“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგები.

„წარმოუდგენლად მიმაჩნია, 7 და 8%-ს უტოლდებოდეს იმ პარტიის რეიტინგი, რომელსაც მკვეთრად გამოხატული პრორუსული პოზიცია აქვს. ასევე, წარმოუდგენელია 11%, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, რომელიც დეკლარირებენ პროდასავლურად და რეალურად მთელი თავისი პოლიტიკური ცხოვრების განამვლობაში აკეთებენ რუსულ საქმეს“,- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, კვლევითი ორგანიზაციაა „გორბის“ მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 56.3% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 11.9%-ია, ხოლო „პატრიოტთა ალიანსის“ 7.1%.

იხილეთ ვიდეო:მამუკა მდინარაძის განცხადებით, რეალურად "ქართული ოცნებისს" რეიტინგი 60%-ს უტოლდება

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

მამუკა მდინარაძის განცხადებით, რეალურად „ქართული ოცნების“ რეიტინგი 60%-ს უტოლდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, რეალურად „ქართული ოცნების“ რეიტინგი 60%-ს უტოლდება. როგორც მდინარაძემ კვლევითი ორგანიზაცია „გორბის“ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა, გადაუნაწილებელი ხმების 4%-ის ალოკაცია რომ მომხდარიყო, მონაცემები რეალურს დაემთხვეოდა.

„ჩვენ ვიცით, რომ რეალური მონაცემი კიდევ უფრო მეტია. „გორბის“ კვლევაში კიდევ დარჩა გადაუნაწილებელი, თუ არ ვცდები 4%, რომელიც ბოლომდე ალოკაციის შემთხვევაში იძლევა დამატებითი ვარაუდების საფუძველს. თუ ბოლომდე მოხდება ალოკაცია რეალურ მონაცემებსაც დაემთხვევა. ჩვენი მონაცემები დღეს თითქმის უტოლდება 60%-ს. ასე რომ, „გორბის“ კვლევაში ეს 4% რომ ბოლომდე ალოკაციით ყოფილიყო წარმოდგენილი, ამ მონაცემს დაემთხვეოდა“,- განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, წარმოუდგენელია, როგორც ამ კვლევის მიხედვით „პატრიოტთა ალიანსის“, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგები.

„წარმოუდგენლად მიმაჩნია, 7 და 8%-ს უტოლდებოდეს იმ პარტიის რეიტინგი, რომელსაც მკვეთრად გამოხატული პრორუსული პოზიცია აქვს. ასევე, წარმოუდგენელია 11%, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, რომელიც დეკლარირებენ პროდასავლურად და რეალურად მთელი თავისი პოლიტიკური ცხოვრების განამვლობაში აკეთებენ რუსულ საქმეს“,- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, კვლევითი ორგანიზაციაა „გორბის“ მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 56.3% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 11.9%-ია, ხოლო „პატრიოტთა ალიანსის“ 7.1%.

იხილეთ ვიდეო:მამუკა მდინარაძის განცხადებით, რეალურად "ქართული ოცნებისს" რეიტინგი 60%-ს უტოლდება

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი