რომან გოცირიძე - "ქცევის კოდექსის" შეუსრულებლობა ცუდად იმოქმედებს პარტიებზე, პირველ რიგში "ქართულ ოცნებაზე", რომელიც "შავ ფულს" იყენებს მოსყიდვისა და დეზინფორმაციისთვის

"ქცევის კოდექსი" მხოლოდ ზრდილობიან დამოკიდებულებას ან მხოლოდ ძალადობისა და სიძულვილის ენის არ გამოყენებას არ ითვალისწინებს, არამედ ითვალისწინებს სწორედ იმ დარღვევების არ გამეორებას, რასაც "ქართული ოცნება ჩადიოდა, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

რომან გოცირიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" "ქცევის კოდექსის" შესახებ დოკუმენტს მიესალმება.

"ვიცით, რომ ე.წ ტროლების ქარხნებისთვის მილიონებს ხარჯავდნენ, დეზინფორმაცია, ოპონენტების ლანძღვა და კომპრომეტირება,სიცრუის გავრცელება, ადმინისტრაციული და სხვა რესურსის გამოყენება საარჩევნო კამპანიის დროს. ამიტომ, ეს არის საკმაოდ სერიოზული დოკუმენტი და მისი შეუსრულებლობა ცუდად იმოქმედებს პარტიებზე, პირველ რიგში, "ქართულ ოცნებაზე", რომელიც ძირითადად ამ დარღვევების ჩამდენია, როგორც სახელისუფლებო, ფულიანი პარტია და რომელიც ასევე, დიდი რაოდენობით "შავ ფულს" იყენებს მოსყიდვისა და დეზინფორმაციისთვის.

რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ამ დოკუმენტის ხელმოწერას და დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციური პარტიები აღებულ ვალდებულებებს მთლიანად შეასრულებენ",-განაცხადა გოცირიძემ.

​ცნობისათვის, პოლიტიკური პარტიების „ქცევის კოდექსი“ არის ნებაყოფლობითი ეთიკის ნორმები, რომლის შემუშავების პროცესის ფასილიტაცია ცესკომ შვეიცარიის სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერით, განახორციელა.

„ქცევის კოდექსის“ ხელმოსაწერი (დაბეჭდილი ან ელექტრონული ვერსია) მიეწოდება არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას და სურვილის შემთხვევაში, მასზე შემოერთება პარტიებს შეუძლიათ დაადასტურონ თავმჯდომარის/ხელმძღვანელი პირის ხელმოწერით.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა არჩევნებისთვის პარტიებთან მიმართებაში შემუშავებულ “ქცევის კოდექსს” ხელი მოაწერეს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ