სილქნეტის მომსახურების ოფისები დროებით დაიკეტება

საქართველოში COVID 19-ის გავრცელების გაზრდილი სტატისტიკიდან გამომდინარე მიღებული ახალი რეგულაციების შესაბამისად, 15 სექტემბრიდან, დროებით, იკეტება სილქნეტის მომსახურების ყველა ოფისი. კომპანიის მიზანია, მომხმარებლებისა და სერვის ცენტრების თანამშრომლების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა.

პანდემიის პირველი დღიდან სილქნეტი ითვალისწინებდა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ რეგულაციებს. ამასთან, ინტენსიურ რეჟიმში, ავითარებდა სხვადასხვა პროდუქტს თუ მომსახურებას, რათა მომხმარებლებისთვის დისტანციურადაც ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველა აუცილებელი სერვისი. საწყის ეტაპზევე, კომპანია სრული მომსახურება გადაიყვანა ონლაინ რეჟიმზე და მომხმარებელს შეეძლო ყველა სერვისის მოხმარება/აქტივირება დისტანციურად SIM ბარათის შეცვლისა და პორტირების გარდა. თუმცა, ამ ეტაპზე უკვე ამ მომსახურების მიღებაც შესაძლებელია სილქნეტის ოფისებში მიუსვლელად:• SIM ბარათის შეძენა - საქართველოს ფოსტის 81 სერვის ცენტრიდან არის შესაძლებელი;

• SIM ბარათის შეცვლა და პორტირება - შეკვეთა ხდება საიტზე http://salerequest.silknet.com/ და მოქმედებს მიტანის სერვისი;

გარდა ამისა, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს სილქნეტის ქოლ ცენტრი 2 100 100; ვებ-ჩატი (ონლაინ დახმარება) და ფეისბუქის მესინჯერი;

მობილური ქსელის აბონენტებისთვის, ცნობის გაცემა შესაძლებელია დისტანციურად. რაც შეეხება ფიქსირებული ქსელის მომხმარებლებს მიიღებენ შემდეგ მომსახურებას დისტანციურად:• ტელეფონის დადგმა/აღდგენა, მისამართის ცვლილება, ჩართული სერვისის გაუქმება;

• დავალიანების გადანაწილება და ცნობის გაცემა;

• სერვისის გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებელს მიეცემა საშუალება მოწყობილობები ჩააბაროს ოფისების გახსნის შემდეგ;

• პულტის შეძენისას მიტანის სერვისი მოემსახურება მხოლოდ თბილისს;

აპლიკაციით my silknet (მობილური ქსელი) და პორტალით mysilknet.com (ფიქსირებული ქსელი) შესაძლებელია სერვისის მართვა - ბალანსის ნახვა, პაკეტის ცვლილება, ანგარიშსწორება და სხვა.

სილქნეტი გისურვებთ ჯანმრთელობას!

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო