პარტია "რეფორმერის" თავმჯდომარემ პანდემიის ანტიკრიზისული მართვის პროგრამა წარადგინა

"რეფორმერის" თავმჯდომარემ თორნიკე ჯანაშვილმა კორონავირუსის გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით „პარტიის“ მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომლითაც მისი შეფასებით, ქვეყანა მასობრივ ჩაკეტვასა და ეკონომიკის ჩამოშლას თავიდან აიცილებს.

ის ხელისუფლებას ეპიდსიტუაციის სწორი მართვისკენ მოუწოდებს.

"ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის განსაკუთრებით ბევრი შემთხვევა გამოვლინდა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეპიდსიტუაციას სწორი მართვა სჭირდება.

დღევანდელი ეკონომიკური სიტუაცია და ზოგადად, საზოგადოებრივი განწყობა ცხადყოფს, რომ ჩაკეტვა და ზედმეტი არამიზნობრივი რეგულაციები გამოსავალი არ არის, ამიტომაც ჩვენ წარმოვადგენთ "რეფორმერის" ხედვას კრიზისის მართვასთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვიწევს თანაცხოვრება ამ ვირუსთან. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის საკითხები, ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. როდესაც ვსაუბრობთ Covid 19-თან თანაცხოვრებაზე, მნიშვნელოვანია სწორი ბალანსი ჯანდაცვის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, განათლების მიმართულებებით. იმისთვის, რომ ეს შევძლოთ, წარმოვადგენთ პროგრამას, რომლის განხორციელების შემთხვევაში, თავიდან ავირიდებთ მასობრივ ჩაკეტვას, რაც ჩვენი ქვეყნის უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ეკონომიკას საბოლოო ჩამოშლისგან გადაარჩენს“, - აცხადებს თორნიკე ჯანაშვილი.

მისი თქმით, პარტია "რეფორმერს" აქვს კორონაპანდემიასთან დაკავშირებული სიღრმისეული ანალიზი და კრიზისიდან გამოსვლის გეგმა.

"ჩვენ გამოვხატავთ მზაობას, ვითანამშრომლოთ დაინტერესებულ მხარეებთან, შესაბამის უწყებებთან, ინდივიდუალურ პირებთან, ვინც დაინტერესებულია პრობლემის გადაჭრით და გააჩნია ამის შესაძლებლობა“, - აცხადებს თორნიკე ჯანაშვილი.

ინფორმაციას პარტია „რეფორმერი“ ავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო