საკრებულოსთან სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად დაზარალებულთა აქცია მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოსთან სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად დაზარალებულთა აქცია მიმდინარეობს. დაზარალებული მოვაჭრეების ნაწილი თბილისის მერიასა და საკრებულოსგან კომპენსაციის სახით 3000 ლარის ოდენობით თანხის მიღებას და საკრებულოს წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვს. როგორც აქციის მონაწილეთა ადვოკატმა ნონა ფილაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის მერიასა და საკრებულოს ხანძრით დაზარალებულების მიმართ უსამართლო მიდგომა აქვს, რადგან მოხდა მათი დაყოფა. ადვოკატის განმარტებით, ხანძრით დაზარალებულთა ნაწილმა დახმარება 3000 ლარის ოდენობით უკვე მიიღო, ნაწილმა კი არა.

„როდესაც ჩვენ საკრებულოს და მერიას მივმართეთ წერილობით, აეხსნათ, რატომ მოიქცნენ ასე, პასუხი იყო ამგვარი, რომ ჩვენ სიები გადმოგვეცა და იმ სიების შესაბამისად გავეცით დახმარებებიო. მათივე განმარტებით, თუ ვინმემ არ მიიღო დახმარება, ეს არის იმ ადამიანების და იმ შპს -ების ბრალი, ვინც კონკრეტულად სიები გადმოგვცა და მათ ედავეთო", - განაცხადა ნონა ფილაურმა.

ადვოკატის განმარტებით, მერიის და საკრებულოს პასუხი მათ სასამართლოში გაასაჩივრეს. მისი თქმით, საქმე სხვადასხვა ინსტანციაში წარმოებს, ნაწილთან მიმართებით საქმეზე განხილვა უზენაესმა სასამართლომ დაასრულა, რომლის გადაწყვეტილებითაც უმაღლესმა ინსტანციამ მერიას და საკრებულოს დაავალა, რომ დაზარალებულთა მოთხოვნა დააკმაყოფილოს და მათზე თანხები გასცეს.

შეგახსენებთ, სავაჭრო ცენტრში „ბავშვთა სამყარო" ხანძარი 2017 წლის იანვარში გაჩნდა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

საკრებულოსთან სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად დაზარალებულთა აქცია მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოსთან სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროში" ხანძრის შედეგად დაზარალებულთა აქცია მიმდინარეობს. დაზარალებული მოვაჭრეების ნაწილი თბილისის მერიასა და საკრებულოსგან კომპენსაციის სახით 3000 ლარის ოდენობით თანხის მიღებას და საკრებულოს წარმომადგენელთან შეხვედრას ითხოვს. როგორც აქციის მონაწილეთა ადვოკატმა ნონა ფილაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის მერიასა და საკრებულოს ხანძრით დაზარალებულების მიმართ უსამართლო მიდგომა აქვს, რადგან მოხდა მათი დაყოფა. ადვოკატის განმარტებით, ხანძრით დაზარალებულთა ნაწილმა დახმარება 3000 ლარის ოდენობით უკვე მიიღო, ნაწილმა კი არა.

„როდესაც ჩვენ საკრებულოს და მერიას მივმართეთ წერილობით, აეხსნათ, რატომ მოიქცნენ ასე, პასუხი იყო ამგვარი, რომ ჩვენ სიები გადმოგვეცა და იმ სიების შესაბამისად გავეცით დახმარებებიო. მათივე განმარტებით, თუ ვინმემ არ მიიღო დახმარება, ეს არის იმ ადამიანების და იმ შპს -ების ბრალი, ვინც კონკრეტულად სიები გადმოგვცა და მათ ედავეთო", - განაცხადა ნონა ფილაურმა.

ადვოკატის განმარტებით, მერიის და საკრებულოს პასუხი მათ სასამართლოში გაასაჩივრეს. მისი თქმით, საქმე სხვადასხვა ინსტანციაში წარმოებს, ნაწილთან მიმართებით საქმეზე განხილვა უზენაესმა სასამართლომ დაასრულა, რომლის გადაწყვეტილებითაც უმაღლესმა ინსტანციამ მერიას და საკრებულოს დაავალა, რომ დაზარალებულთა მოთხოვნა დააკმაყოფილოს და მათზე თანხები გასცეს.

შეგახსენებთ, სავაჭრო ცენტრში „ბავშვთა სამყარო" ხანძარი 2017 წლის იანვარში გაჩნდა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია