რომან გოცირიძე ევროპარლამენტარების განცხადებებზე - არავის აპატიებენ არჩევნების გაყალბებას, ძალადობას, მოსყიდვას, დაშინებას, ადმინისტრაციული და სხვა სახის რესურსის გამოყენებას

საქართველოს ხელისუფლების მიმართ ძალიან მძიმე შეფასებაა. არავის აპატიებენ არჩევნების გაყალბებას, არჩევნების დროს ძალადობას, მოსყიდვას, დაშინებას, ადმინისტრაციული და სხვა სახის რესურსის გამოყენებას,- ასე აფასებს „ფრაქცია ნაციონალური" მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე ევროპარლამენტარების მიერ საქართველოსთან მიმართებით გაკეთებულ განცხადებებს.

რომან გოცირიძის თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებები კიდევ ადასტურებს იმ დიდ ინტერესს, რომელსაც ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი იჩენენ, პირველ რიგში კი, არჩევნებისადმი.

„არჩევნების გაყალბება და მისი არადემოკრატიული ფორმით ჩატარება ძალიან მძიმედ დაუჯდება ქვეყანას და რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების" ხელისუფლებას. შეფასებები უმძიმესია, კვლავ ნახსენებია, რომ ქვეყანა იმართება „ჩრდილოვანი მეთოდით" ბიძინა ივანიშვილის მიერ. ეს სიტყვაა გამოყენებული. ასევე ის, რომ ქვეყანაში კვლავ არიან პოლიტიკური პატიმრები და პირდაპირ მოუწოდებენ, რომ გაათავისუფლონ გიორგი რურუა. ასევე ის, რომ არ შესრულდა შეთანხმება, რომელიც იყო დადებული ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. კვლავ საუბარია იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში არ არსებობს დემოკრატიული და სამართლიანი მართლმსაჯულება და სასამართლო იმართება პოლიტიკური პარტიის მიერ და რომ დღეს, სასამართლო ერთი ადამიანის პოლიტიკური ინტერესების გამტარებლად გადაიქცა. აღინიშნა, რომ სერიოზული პრობლემაა დემოკრატიის განვითარების კუთხით. მიუხედავად ამისა, ევროკავშირი კვლავ უჭერს მხარს საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს, მის სვლას ევროატლანტიკური სივრცისკენ და ნორმალური, დემოკრატიული ხელისუფლება ამ მხარდაჭერას და პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებდა“, - განაცხადა გოცირიძემ.

გიცირიძემ ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რა შეფასება აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ ევროპარლამენტარების განცხადების იმ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმას, რის გამოც ისინი წუხილს გამოთქვამენ. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ტაქტიკა, რაც ოპოზიციამ აირჩია, სწორი იყო.

„შედეგით იზომება ამა თუ იმ გადაწყვეტილების მართებულობა. შედეგი არის ის, რომ დღეს არის პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემა -120/30-ზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მთელი საზოგადოების, ოპოზიციის, ახალგაზრდების, რომლებიც აქ აპროტესტებდნენ ხელისუფლების მიერ საარჩევნო სისტემის სათავისოდ გამოყენებას, ბრძოლამ შედეგი გამოიღო", - განაცხადა გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა