„ალდაგი“ ე.წ. ამხანაგობებს კერძო მშენებლობის დაზღვევას სთავაზობს

სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ცნობით, ე.წ. ამხანაგობებს, რომლებსაც სურთ, წამოიწყონ მშენებლობა კერძო ან კომერციული მიზნით, მაგრამ არ აქვთ ამისთვის საჭირო თანხები, შეუძლიათ „ალდაგის“ კერძო მშენებლობის დაზღვევა გამოიყენონ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ცნობით, ამ პროდუქტის საშუალებით, ალდაგი ე.წ. ამხანაგობებს აძლევს საშუალებას, დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე, ალდაგის დახმარებით, მიიღონ დაფინანსება ბანკიდან და იყვნენ გარანტირებული, რომ მათი პროექტი წარმატებით განხორციელდება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, თუ მშენებლობა წინასწარ განსაზღვრულ ვადაში არ დასრულდება, ამხანაგობის ვალდებულებას ბანკის წინაშე ალდაგი დაფარავს და მშენებლობის დასრულებას ის უზრუნველყოფს.

„ალდაგი“ პირველი კომპანიაა სადაზღვევო ბაზარზე, რომელმაც მსგავსი პროდუქტი შექმნა უშუალოდ ამხანაგობებისთვის.

„ჩვენ ვხედავთ, რამდენად სჭირდება სექტორს მოქნილი, საჭიროებებზე მორგებული ფინანსური და სადაზღვევო გადაწყვეტები. ამიტომ შევქმენით პროდუქტი, რომელიც ერთი მხრივ უნიკალური და ინოვაციური შეთავაზებაა ამხანაგობებისთვის, მეორე მხრივ, სტიმულია ბაზრისთვის, რომ სწორად განვითარდეს,“- განაცხადა ალდაგის კორპორატიული დაზღვევის დირექტორმა, დავით ეჯიბიამ.

სადაზღვევო კომპანიის ცნობით, შეიქმნა პორტალი https://tanamshenebloba.ge/, რომელზეც დაინტერესებული პირები ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა