ინფრასტრუქტურის სამინისტრო განათლების ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას განაგრძობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ქვეყნის მასშტაბით, განათლების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას განაგრძობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მუნიციპალური განვითარების ფონდი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აშენებს 66 ახალ სკოლას და რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტური კომპონენტის გაძლიერების სამუშაოებს ახორციელებს 100 სკოლაში.

უწყების ცნობით, აქედან, უკვე დასრულდა 8 ახალი სკოლის მშენებლობა, 33 ახალ სკოლაში სამუშაოები წელს სრულდება, დანარჩენი 25 სკოლა კი მომავალ წელს შევა ექსპლოატაციაში.

„ 60 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლები აშენდა ქვემო ქართლის რეგიონის 4 სოფელში - იმერში, ენაგეთში, საღრაშენში და მუხროვანში, შიდა ქართლის რეგიონის 3 სოფელში - კოდისწყაროში, წინარეხსა და ოთარაშენში, კახეთის რეგიონის სოფელ ბოდბეში აშენდა 90 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა, ხოლო სამცხე-ჯავახეთის სოფელ მოხეში დასრულდა 200 ბავშვიანი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია.

ყველა სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება. პროექტები ითვალისწინებს საკლასო ოთახების, სპორტული მოედნებისა და ეზოს კეთილმოწყობას, გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემების გამართვას. სკოლები სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე.

საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB, NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.

მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, რაც დეცენტრალიზაციის სტრატეგიითაა გათვალისწინებული, წელს, პანდემიით გამოწვეული აუცილებლობის გამო, 725 სკოლაში დაიგეგმა სველი წერტილების მოწესრიგება. სამუშაოები, უმეტეს შემთხვევაში, ეზოებში არსებული საპირფარეშოების ძირითად შენობასთან მიერთებას ითვალისწინებს. აქედან 521 სასწავლო დაწესებულებაში სამუშაო უკვე დასრულდა, ხოლო იმ სკოლებში, სადაც რემონტი ჯერაც მიმდინარეობს და 10 ოქტომბრამდე დასრულდება, ყველგან არსებობს ალტერნატიული სველი წერტილები დროებითი სარგებლობისთვის.

წელსვე დაიწყო 80 სკოლის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაო და ყველა პროექტი მომავალ წელს დასრულდება“,-აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ინფრასტრუქტურის სამინისტრო განათლების ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას განაგრძობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ქვეყნის მასშტაბით, განათლების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას განაგრძობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, მუნიციპალური განვითარების ფონდი, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, აშენებს 66 ახალ სკოლას და რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტური კომპონენტის გაძლიერების სამუშაოებს ახორციელებს 100 სკოლაში.

უწყების ცნობით, აქედან, უკვე დასრულდა 8 ახალი სკოლის მშენებლობა, 33 ახალ სკოლაში სამუშაოები წელს სრულდება, დანარჩენი 25 სკოლა კი მომავალ წელს შევა ექსპლოატაციაში.

„ 60 მოსწავლეზე გათვლილი ახალი სკოლები აშენდა ქვემო ქართლის რეგიონის 4 სოფელში - იმერში, ენაგეთში, საღრაშენში და მუხროვანში, შიდა ქართლის რეგიონის 3 სოფელში - კოდისწყაროში, წინარეხსა და ოთარაშენში, კახეთის რეგიონის სოფელ ბოდბეში აშენდა 90 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა, ხოლო სამცხე-ჯავახეთის სოფელ მოხეში დასრულდა 200 ბავშვიანი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია.

ყველა სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება. პროექტები ითვალისწინებს საკლასო ოთახების, სპორტული მოედნებისა და ეზოს კეთილმოწყობას, გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემების გამართვას. სკოლები სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე.

საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB, NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.

მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, რაც დეცენტრალიზაციის სტრატეგიითაა გათვალისწინებული, წელს, პანდემიით გამოწვეული აუცილებლობის გამო, 725 სკოლაში დაიგეგმა სველი წერტილების მოწესრიგება. სამუშაოები, უმეტეს შემთხვევაში, ეზოებში არსებული საპირფარეშოების ძირითად შენობასთან მიერთებას ითვალისწინებს. აქედან 521 სასწავლო დაწესებულებაში სამუშაო უკვე დასრულდა, ხოლო იმ სკოლებში, სადაც რემონტი ჯერაც მიმდინარეობს და 10 ოქტომბრამდე დასრულდება, ყველგან არსებობს ალტერნატიული სველი წერტილები დროებითი სარგებლობისთვის.

წელსვე დაიწყო 80 სკოლის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაო და ყველა პროექტი მომავალ წელს დასრულდება“,-აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო