გიორგი ლომია - "137 ბილეთი ადასტურებს, რომ "ოცნება" ფარულად ჩადის მოსკოვში, რაც ეჭვს ბადებს, რომ იქ მართლაც ინსტრუქციების მისაღებად ჩადიან" (R)

ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "პატრიოტთა ალიანსის" მისამართით განხორციელებულ შავ პიარზე ისაუბრა და ცრუ ბრალდებების საპასუხოდ "ქართულ ოცნებას" ის 137 ბილეთი შეახსენა, რომლითაც დასტურდება მათი ფარული ვიზიტები მოსკოვში. ლომიას თქმით, "პატრიოტების" ყველა ჩასვლა მოსკოვში, ვაშინგტონსა თუ ბრიუსელში ყოველთვის ხდებოდა და მოხდება საჯაროდ, ვინაიდან მათ დასამალი არაფერი არ აქვთ, "ოცნების" ვიზიტები კი, "პატრიოტებისაგან" განსხვავებით, ფარულად ხორციელდება და რატომღაც საქართველოში მიმდინარე სწორედ იმ მოვლენებს ემთხვევა, რომელსაც მსოფლიო აკვირდება, რაც უკვე ეჭვს ბადებს, რომ "ქართული ოცნება" იქ ინსტრუქციების მისაღებად ჩადის.

"მინდა დავსვა კითხვა - რაში გამოიხატება ჩვენი პრორუსული პოზიცია? იმაში, რომ ჩვენ გვინდა პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან? ამაში გამოიხატება ჩვენი პრორუსული პოზიცია? თუ თქვენ ეყრდნობით იმ ე.წ. ყველასთვის უცნობ საიტ "დოსიეს", ე.წ. დოკუმენტს, რომელშიც რაღაც ბიუჯეტია წარმოდგენილი და დღემდე ვერავის ვერ გაურკვევია, რა ბიუჯეტია? სხვათა შორის, თქვენ მიანიჭეთ იმ ფარატინა ქაღალდს დოკუმენტის სტატუსი! ქაღალდს, რომელსაც არც გერბი აქვს, არც ბეჭედი და არც ხელმოწერა - არ შეიძლება ასეთ ქაღალდს დოკუმენტი უწოდოთ! და ისიც მინდა შეგახსენოთ, რომ, როდესაც თქვენ განცხადებებს აკეთებდით, რომ აუდიტის სამსახურმა უნდა გამოიკვლიოს, -ჯერ რის საფუძველზე, ფარატინა ქაღალდის საფუძველზე?! მაგრამ მაინც აკეთებდით ამ განცხადებებს და არცერთ თქვენგანს არ გითქვამთ და არ გაუკეთებია განცხადება კუროპტევის ნათქვამზე, რომელმაც თქვა, რომ "ეს პარტია უნდა მოიხსნას არჩევნებიდან". ვინ ეკითხება უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მოიხსნება თუ არა საქართველოში რომელიმე პარტია არჩევნებიდან?! ეს არ არის უხეში ჩარევა ჩვენს საარჩევნო პროცესში?! მაგრამ ამ თემაზე არცერთს ხმა არ ამოგიღიათ, იმიტომ რომ თქვენ გაწყობდათ ეს შავი პიარი ჩვენს წინააღმდეგ! და ახლა ვისაუბროთ "TV პირველზე" გასულ სიუჟეტში, რაზე საუბრობენ ჟურნალისტები. იქ ნაჩვენებია უკვე დოკუმენტები, იმიტომ რომ ის 137 ბილეთი, რომელიც მათ ამოიღეს, ადასტურებს იმას, რომ თქვენც, "ოცნება", ჩადიხართ მოსკოვში, მაგრამ, ჩვენგან განსხვავებით, ამას ფარულად აკეთებთ. ჩვენი ყველა ჩასვლა მოსკოვში, ვაშინგტონში თუ ბრიუსელში ხდებოდა საჯაროდ და მოხდება საჯაროდ - ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს. და თქვენ რომ ჩადიხართ და თქვენი ჩასვლა იქ რატომღაც ემთხვევა საქართველოში ისეთ მოვლენებს, რომელსაც აკვირდება მთელი მსოფლიო, უკვე ეჭვს ბადებს, რომ იქ ჩადიხართ, ინსტრუქციების მისაღებად. და ჩვენ ვართ პრორუსული პარტია, თუ თქვენ ხართ პრორუსული პარტია? რაც შეეხება "ნაცებს", რომლებსაც საერთოდ ხმა არ აქვთ ამოსაღები - 2008 წლის ომის შემდეგ მინსკში მიღწეული შეთანხმებიდან მე-7-ე პუნქტი ამოიღო მიხეილ სააკაშვილმა, რითაც საშუალება მისცა რუსეთს, რომ ეღიარებინა სოხუმი და ცხინვალი! ჩვენ ვართ პრორუსული პარტია?! 2008 წლის ომის შემდეგ ევროსაბჭოს ასამბლეაზე მიღებული რეზოლუციის ხელმომწერი იყო მთელი საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა და იმ დელეგაციიდან რამდენიმე წევრი დღეს პარლამენტარია ჩვენს პარლამენტში! და იმათ მოაწერეს ხელი ისეთ რეზოლუციაზე, რომელშიც ნაგულისხმები იყო, რომ საქართველომ დაიწყო საომარი მოქმედება, რომ საქართველომ გამოიყენა კასეტური ბომბები საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ - ბომბები, რომლებიც კონვენციით არის აკრძალული! ამაზე ხელი მოაწერეს ამ გამყიდველებმა! და ჩვენ ვართ პრორუსული პარტია?! 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებზე, გრიგოლ ვაშაძემ, რომელმაც უმაღლესი "კგბ"-ს სკოლა დაამთავრა, იმიტომ რომ "მგიმო", ჩათვალეთ, იგივე "კგბ"-ს სკოლაა - ყველა აგენტი გამოდის. პოლონეთმა შემოიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ვისაც აქვს დამთავრებული "მგიმო", საჯარო სამსახურში არ მიიღება და ასეთმა ადამიანმა რუსეთიდან ჩამოიყვანა პოლიტტექნოლოგები, რომლებიც მართავდნენ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო კამპანიას! და ჩვენ ვართ პრორუსული ძალა?! ჩვენ ვართ მოღალატეები და გამყიდველები?! რა ქვეყანაში ვცხოვრობთ - ხმა ვერ ამოგვიღია, სიმართლე ვერ გვითქვამს ისე, რომ იარლიყი ვინმემ არ მოგაკეროს! ასეთი ქვეყანა უნდა დავუტოვოთ ჩვენ ჩვენს შთამომავალს, ჩვენს მომავალ თაობას?!" - განაცხადა ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ.

https://youtu.be/HSauol0uYPo

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა გაცილებით უფრო მოკრძალებული, მაგრამ, ამავდროულად, გაცილებით უფრო რეალისტურია
გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
"მემარცხენე ალიანსის" ლიდერი კახა ძაგანია - "ვხსნით ჩვენს პარტიას რეგისტრაციიდან და ვუერთდებით "პატრიოტთა ალიანსს"
ირმა ინაშვილი - ჩვენთან მიმართებაში გამოცხადებულია საინფორმაციო ბლოკადა
წინანდლის მამული რიგით მეორე მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს
წინანდლის მუზეუმს შარლ დე გოლის წერილები გადაეცა