ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო ბანერზე საკუთარი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა

ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო ბანერზე საკუთარი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა და კამპანია ,,ალეკო გისმენთ“ წამოიწყო.

მისი განცხადებით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც და მაჟორიტარიც ვალდებულია პასუხობდეს ხალხის ზარებს, ისმენდეს მათ პრობლემებს და აგვარებდეს.

,,მძიმე აღსაქმელია წინასაარჩევნოდ ბანერებიდან, შენობებიდან და კორპუსებიდან ყალბად მომღიმარი პოლიტიკოსები, თან ხალხს რომ ეხუტებიან და თან ვითომ მზრუნველად გვიღიმიან. ამაზე პროტესტი თავადაც სულ მქონდა და ამიტომ გადავწყვიტეთ სხვა გზით წავსულიყავით, მითუმეტეს, სხვა პოლიტიკოსებისგან და პარტიებისგან განსხვავებით, სულ რამდენიმე ბანერი გვაქვს.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც და მაჟორიტარიც ვალდებულია პასუხობდეს ხალხის ზარებს, ისმენდეს მათ პრობლემებს და აგვარებდეს. ამიტომ გადავწყვიტეთ ბანერზე ის ყოფილიყო, რაც რეალურად უნდა ხდებოდეს. უნდა იყოს ურთიერთობა და ანგარიშვალდებულება ადამიანებთან. აი ეს არის ნამდვილი, ეს არის მაჟორიტარის საქმე და არა საარჩევნოდ სტუდიაში გადაღებული ძვირადღირებული ფოტოები, რომელზეც ცინიზმი იკითხება“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო ბანერზე საკუთარი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა

ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო ბანერზე საკუთარი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა და კამპანია ,,ალეკო გისმენთ“ წამოიწყო.

მისი განცხადებით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც და მაჟორიტარიც ვალდებულია პასუხობდეს ხალხის ზარებს, ისმენდეს მათ პრობლემებს და აგვარებდეს.

,,მძიმე აღსაქმელია წინასაარჩევნოდ ბანერებიდან, შენობებიდან და კორპუსებიდან ყალბად მომღიმარი პოლიტიკოსები, თან ხალხს რომ ეხუტებიან და თან ვითომ მზრუნველად გვიღიმიან. ამაზე პროტესტი თავადაც სულ მქონდა და ამიტომ გადავწყვიტეთ სხვა გზით წავსულიყავით, მითუმეტეს, სხვა პოლიტიკოსებისგან და პარტიებისგან განსხვავებით, სულ რამდენიმე ბანერი გვაქვს.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც და მაჟორიტარიც ვალდებულია პასუხობდეს ხალხის ზარებს, ისმენდეს მათ პრობლემებს და აგვარებდეს. ამიტომ გადავწყვიტეთ ბანერზე ის ყოფილიყო, რაც რეალურად უნდა ხდებოდეს. უნდა იყოს ურთიერთობა და ანგარიშვალდებულება ადამიანებთან. აი ეს არის ნამდვილი, ეს არის მაჟორიტარის საქმე და არა საარჩევნოდ სტუდიაში გადაღებული ძვირადღირებული ფოტოები, რომელზეც ცინიზმი იკითხება“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი