გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესზე ბრალდებულებს - გიგა ტატიაშვილსა და ნიკა ჟვანიას დაკითხავენ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების საქმეზე სასამართლოში ბრალდებულებს - გიგა ტატიაშვილსა და ნიკა ჟვანიას დაკითხავენ.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, რომელიც მცხეთის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს, ასევე ჩვენებას მისცემს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი და ასევე, დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე.

როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის ნ.ც.-ს ადვოკატი, არჩილ ბერიანიძე განმარტავს, გიგა ტატიაშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას ვერ დაადასტურებს.

„ექსპერტთან შემდეგი სახის კითხვები გვექნება, დაადგინა თუ არა ექსპერტიზამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ზუსტი დრო და ასევე, რამდენად მყარია ის დასკვნა, რომელიც უშუალოდ მათ მიერ იქნა დაწერილი. მოგეხსენებათ, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში რამდენიმე სახის ექსპერტიზაა წარმოდგენილი. ჩვენ აღნიშნულ ექსპერტიზებთან გვექნება კითხვები, თუ რა თანხვედრაა აღნიშნულ საკითხებში და თუ დასკვნებს შორის აცდენაა, რამ გამოიწვია სხვადასხვაობა.

გიგა ტატიაშვილი დაადასტურებს, რომ არანაირ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ზოგადად სისხლის სამართლის გარემოებები, მტკიცებულებები და ის, რომ ფიზიკურად ფაქტი არ არსებობს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ჩაიდინა. წარდგენილ ბრალდებას ვერცერთი მოწმე, მათ შორის, ვერც გიგა ტატიაშვილი ვერ დაადასტურებს", - განაცხადა ბერიანიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა