ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2020

„დაავალე მიშას“ ნეიტრალურ ამომრჩეველზე უარყოფითად იმუშავებს, - ძაბირაძემ „ნაცმოძრაობას“ საარჩევნო სტრატეგია დაუწუნა

ევროპარლამენტის მოთმინების ფიალა შეიძლება არჩევნების მერე აივსოს, - ხუხაშვილი

***

"დაავალე მიშას“ ნეიტრალურ ამომრჩეველზე უარყოფითად იმუშავებს, - ძაბირაძემ "ნაცმოძრაობას“ საარჩევნო სტრატეგია დაუწუნა

"დაავალე მიშას“ კარგად იმუშავებს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებზე, თუმცა საწინააღმდეგოდ იმუშავებს ნეიტრალურ ამომრჩეველზე, - ასე აფასებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი კამპანიას. კითხვაზე, ხედავს თუ არა რაიმე კავშირს „დაავალე მიშა“-სა და 2017 წელს თბილისის მერის არჩევნებზე „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატის გიორგი გუგავას საარჩევნო სლოგანს „გუგავა მოვა“-ს შორის, პასუხობს, რომ ასეთი ინიციატივები უამრავია და არჩევნების მერე აღარავის ახსოვს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, „დაავალე მიშას“ ნეიტრალურ ამომრჩეველზე უარყოფითად იმუშავებს, - ძაბირაძემ „ნაცმოძრაობას“ საარჩევნო სტრატეგია დაუწუნა

"კამპანიის "დაავალე მიშას“ არსი ისაა, რომ „ნაცმოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები თავის რეგიონებში მოქალაქეებს პირადად შეხვდებიან და უშუალოდ მათგან მიიღებენ დავალებებს, თუ როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემები. რამდენად იმუშავებს ეს პიარული სვლა, ეს ცალკე საკითხია. თუმცა, მათ უნდათ, რომ წინ წამოწიონ მიშა, რადგან მათი ამომრჩეველი არის ძირითადად მიშას ამომრჩეველი და ამით ცდილობენ ქულები მოიპოვონ. ასეთი ინიციატივები არის უამრავი და არჩევნების მერე კაციშვილს არ ახსოვს. მსგავსი პიარი იმუშავებს მიშას ამომრჩეველზე, ხოლო საწინააღმდეგოდ იმუშავებს ნეიტრალურ ამომრჩეველზე. ეს რამდენად გათვალეს „ნაციონალებმა“, ვერ გეტყვით“, - ამბობს ვახტანგ ძაბირიძე "რეზონანსთან“ საუბრისას”, - აღნიშნავს გამოცემა.

„მან „ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილ რეგიონალურ შეხვედრებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამ შეხვედრებს, ვერავინ გააკონტროლებს. შეხვედრები იქნება რა თქმა უნდა, მაგრამ ვინ მოთვლის და ვინ გამოიცნობს, თუ ვინ ვის რა უთხრა?! საბოლოო ჯამში მე არ ვიცი რას აპირებენ, მაგრამ შესაძლოა არჩევნების ბოლოს გამოკვეთონ არა ხალხისგან მიღებული დავალებები, არამედ თვითონ რაც მიაჩნიათ სწორად ის და თქვან, რომ „ეს დაგვავალა ხალხმა“. მაქსიმუმ გამოაქვეყნონ არჩევნდებამდე ერთი კვირით ადრე და თქვან - „აი, მიშამ ხალხისგან ასეთი დავალებები მიიღოო“, - წერს სტატიის ავტორი.

ევროპარლამენტის მოთმინების ფიალა შეიძლება არჩევნების მერე აივსოს, - ხუხაშვილი

“ევროპარლამენტის ფიალა როდის აივსება და კრიტიკულ ნაწილს როდის აკრეფს, ამას უფრო უნდა ველოდოთ პოსტ-საარჩევნო პერიოდში, თუ რაღაც პრობლემა შეიქმნა. შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირის მხრიდან არ ველოდები კონკრეტულ ქმედებებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ევროპარლამენტის მოთმინების ფიალა შეიძლება არჩევნების მერე აივსოს, - ხუხაშვილი

“ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყონ სამართლიანი არჩევნები და რურუა გაანთავისუფლონ. ისინი აღნიშნავენ, რომ „მილიარდელი ივანიშვილი ჩრდილოვანი მმართველობა საფრთხეს უქმნის დემოკრატიას". ამ კრიტიკულ განცხადებებს „ქართული ოცნებიდან" პარლამენტის თამჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა გამოეხმაურა. იგი დარწმუნებულია, რომ ევროპარლამენტარებს აზრს შეაცვლევინებს და მიახვედრებს, რომ შეფასებაში ცდებიან”, - აღნიშნავს გამოცემა.

გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს არანაირი პრობლემა ევროკავშირთან არ შეექმნება და საქართველოს ამაზე მწვავე განცხადებების მოუსმენია. ევროპარლამენტარების განცხადება არ არის სიახლე. დროდადრო ამ განცხადებებს მრავლად ვისმენთ, ახალი არაფერი არ მომხდარა. საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა საკმაოდ ბუნდოვანი, ამღვრეული და შემაშფოთებელია. შესაბამისად, სიტუაციის განვითარების პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. საქართველოს ევროკავშირთან არანაირი პრობლემა არ შეექმნება, ამაზე მწვავე განცხადებებიც მოგვისმენია. ეს ყველაფერი არის გაფრთხილება. ეს არ არის სამწუხაროდ ბოლო განცხადება. როდის აივსება ფიალა და კრიტიკულ ნაწილს როდის აკრეფს, ამას უფრო უნდა ველოდოთ პოსტ-საარჩევნო პერიოდში, თუ რაღაცა პრობლემა შეიქმნა. ევროკავშირიდან და შეერთებული შტატების მხრიდან არ ველოდები კონკრეტულ ქმედებებს.", - წერს სტატიის ავტორი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს