ლევან იოსელიანი - ალეკო ელისაშვილის საარჩევნო კამპანია ყველაზე მეტად აჩვენებს მის სახეს

ეს არის კამპანია, რომელიც ყველაზე მეტად აჩვენებს ალეკო ელისაშვილის სახეს და გამოხატავს მისი, როგორც კანდიდატის დამოკიდებულებას ხალხთან, - ასე ეხმაურება პარტია "მოქალაქეების" პოლიტსაბჭოს წევრი ლევან იოსელიანი ალეკო ელისაშვილის საარჩევნო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც, ალეკო ელისაშვილმა საარჩევნო ბანერზე საკუთარი ტელეფონის ნომერი გამოაქვეყნა.

იოსელიანის თქმით, ელისაშვილი პარლამენტში უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოლებს.

"საარჩევნო ბანერზე მისი ტელეფონის ნომრის დატანა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ის არასდროს ყოფილა ხალხისგან დისტანცირებული, ყოველთვის უსმენს ადამიანებს და იბრძვის მათი ინტერესების დასაცავად. ალეკო ელისაშვილი პარლამენტშიც ისეთივე ხელმისაწვდომი იქნება, როგორც დღესაა და ისეთივე თავგამოდებით იბრძოლებს უსამართლობის წინააღმდეგ" , - აცხადებს ლევან იოსელიანი,

ლევან იოსელიანის თქმით, მას სჯერა, რომ საბურთალოელები სწორედ შეაფასებენ მის განვლილ პოლიტიკურ გზას და პარლამენტში თავის წარმომადგენლად აირჩევენ.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს