„სამოქალქო პლატფორმა 20/20“ წინასაარჩევნოდ სახალხო დამცველთან არსებული სამუშაო ჯგუფის აღდგენას ითხოვს

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ სახალხო დამცველს საჯაროდ მიმართავს და მოითხოვს, წინასაარჩევნოდ აღდგეს სამუშაო ჯგუფის ფორმატი, რომელიც მიმდინარე საარჩევნო კამპანიის მონიტორინგში ჩაერთვება.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ მიმართვაშია აღნიშნული, „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-მა აგვისტოში სახალხო დამცველის აპარატს თანამშრომლობის შესახებ წერილობით მიმართა, თუმცა მისგან პასუხი არ მიუღია.

„ვინაიდან, ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა ვერც უშუალოდ შეხვედრა და არც წერილობითი პასუხი მიგვიღია, გადავწყვიტეთ, საჯაროდ გავავრცელოთ ჩვენი მოსაზრება. ა(ა)ი.პ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის მთავარი მიზანი თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარების ხელშეწყობაა, ამისთვის მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის სამართლიანი შეფასება. იმ პირობებში, როდესაც საერთაშორისო დამკვირვებლების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ ახერხებს საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებზე ჩამოსვლას და პროცესზე დაკვირვებას, მნიშვნელოვნად იზრდება ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლი და პასუხისმგებლობა.

აქედან გამომდინარე, გთხოვთ, აღადგინოთ სახალხო დამცველთან არსებული სამუშაო ჯგუფი და უზრუნველყოთ, რომ აღნიშნულ ჯგუფში მაქსიმალურად იყოს წარმოდგენილი ძირითადი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ასევე უზრუნველყოთ ამომრჩევლებთან პოლიტიკური პარტიების შეხვედრებზე თქვენი წარმომადგენლების (საჭიროებისამებრ) დასწრება. მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ რამდენად თანაბარ მდგომარეობაში აყენებს სხვადასხვა დონის საარჩევნო ადმინისტრაცია სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და ხომ არ ხდება ეპიდემიოლოგიური კონტროლის მექანიზმების გამოყენება იმისათვის, რომ აღნიშნული ფაქტი იქცეს დამატებით შემაფერხებელ გარემოებად და ინსტრუმენტად“, - აღნიშნულია „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის მიმართვაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა