საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე განმარტავს, რა პროცედურები უნდა გაიაროს საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ საარჩევნო სიაში მოსახვედრად

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის განცხადებით, იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქე საარჩევნო სიაში მოხვდეს, მხოლოდ საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნა არ არის საკმარისი.

მისივე თქმით, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის პასპორტი ან პირადობის მოწმობა მოქმედი უნდა იყოს მინიმუმ 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.

„კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც გვსურს ყურადღების გამახვილება და რომელსაც, ასევე, ჰქონდა ადგილი წინა არჩევნებზე, მოქალაქეების უკმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ იმყოფებოდნენ საკონსულო აღრიცხვაზე, თუმცა, ვერ მოხვდნენ საბოლოო საარჩევნო სიებში. ზოგადად, საკონსულო აღრიცხვის მთავარი არსი მდგომარეობს, იმაში, რომ საკონსულო თანამდებობის პირს, უცხო ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის არსებობისას, ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეებთან ეფექტური კომუნიკაციის და მათი ზუსტი აღრიცხვიანობის შესაძლებლობა. უშუალოდ საარჩევნო მიზნებისთვის მხოლოდ საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნა არ არის საკმარისი, რომ მოქალაქე მოხვდეს საარჩევნო სიაში. ამისათვის საჭიროა იგი იყოს რეგისტრირებული საქართველოში ან საზღვარგარეთ და გააჩნდეს მოქმედი პასპორტი/პირადობის მოწმობა“, - განაცხადა ხათუნა თოთლაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, სამინისტროს მხრიდან საკონსულო აღრიცხვაზე მყოფთა სიის კორექტირება მოხდა.

„ საკონსულო აღრიცხვა თავისი არსით მოქალაქეებთან ეფექტური კომუნიკაციის მექანიზმია, რისთვისაც აუცილებელია, რომ ეს მონაცემები იყოს მუდმივად „ცოცხალი“ და განახლებადი. ამისთვის 2011 წელს შეიქმნა ელექტრონული სისტემა იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით. ამ პერიოდამდე კი არსებობდა მხოლოდ ქაღალდზე არსებული სია, რომლის დამუშავება ფაქტობრივად იყო შეუძლებელი. შესაბამისად, მოხდა საკონსულო აღრიცხვაზე მყოფთა სიის კორექტირება, რადგან ძველი ჩანაწერების უმრავლესობა არ შეიცავდა მოქალაქეთა საკონტაქტო ინფორმაციას ან არსებული ინფორმაცია იყო იმდენად ძველი, რომ აღარ იყო ქმედითი. სწორედ ამიტომ გაჩნდა მიზანი, რომ საკონსულო აღრიცხვის სია გვექცია ცოცხალ სიად ანუ სიაში წარმოდგენილი ყოფილიყო მხოლოდ რეალური ჩანაწერები. სიების კორექტირების პროცესში ყველაზე რთული აღმოჩნდა საქართველოში დაბრუნებული პირების იდენტიფიცირება და ისეთი პირების გამოვლენა, რომლებიც გარდაიცვალნენ ან მოქალაქეობა შეიცვალეს (შეუწყდათ), ისე რომ ამის შესახებ ცნობილი არ იყო საქართველოს სტრუქტურებისათვის. ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ მექანიზმად შემუშავდა ე.წ. 6 თვიანი ხანდაზმულობა, რაც გულისხმობს იმას რომ თუ ადამიანი დაბრუნდება საქართველოში და 6 თვის განმავლობაში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, ის ავტომატურად მოიხსნება საკონსულო აღრიცხვიდან. ამას სისტემა აკეთებს ავტომატურ რეჟიმში“, - განაცხადა თოთლაძემ.

ხათუნა თოთლაძე განმარტავს, რომ ამოქმედდა ე.წ. 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ადამიანი საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის დღიდან 5 წლის განმავლობაში არ მიმართავდა რომელიმე საკონსულო სამსახურს ან კიდევ არ დაუფიქსირდება საქართველოს საზღვარზე შემოსვლა ან გასვლა, მისი მონაცემი ავტომატურად იხსნება სისტემის მიერ.

„აღნიშნული მექანიზმი ძალაში შევიდა 2015 წლის 1-ელ იანვარს, მაშინ როდესაც ამოქმედდა საკონსულო საქმეების მართვის ელექტრონული სისტემა, რითიც შესაძლებელი გახდა მოქალაქის მხრიდან მომართვიანობის აღრიცხვა. შესაბამისად 5 - წლიანი ხანდაზმულობის მექანიზმის გამოყენება მოხდა წელს პირველად - და შემოწმდა 2015 წლის 1-ელი იანვრიდან 2020 წლამდე იმ პირთა მონაცემები, ვინც მიმართა ან არ მიმართა საკონსულო დაწესებულებას. შესაბამისად ის პირები, რომლებსაც შეეხოთ 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადა ავტომატურად ამოვარდნენ საკონსულო აღრიცხვიდან. გამომდინარე ზემოხსენებულიდან,გაუთვალისწინებელი პრობლემური სიტუაციის თავიდან არიდების მიზნით, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფმა მოქალაქეებმა უნდა გადაამოწმონ აღრიცხვაზე ყოფნის ფაქტი, საკონსულო დეპარტამენტის ვებ-გვერდის www.geoconsul.gov.ge-ზე შექმნილ სპეციალურ პლატფორმაზე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თოთლაძის ცნობით, ამ ეტაპზე არ არის ცნობილი თუ რამდენი საარჩევნო უბანი გაიხსნება საზღვარგარეთ, რადგან 10 ოქტომბრის ჩართვით აქტიურად მიმდინარეობს მოქალაქეთა საარჩევნო მიზნებისთვის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება. მისი ინფორმაციით, 11 აგვისტოს მონაცემებით საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება 52702 საქართველოს მოქალაქე.

როგორც მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე განაცხადა საკონსულო აღრიცხვაზე ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე საბერძნეთში იმყოფება.

„აქვე გვინდა გამოვყოთ 5 ქვეყანა, სადაც საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე, ესენია: საბერძნეთის რესპუბლიკა - 13221 მოქალაქე, აზერბაიჯანის რესპუბლიკა - 7038 მოქალაქე, ამერიკის შეერთებული შტატები - 4312 მოქალაქე, უკრაინა - 3543 მოქალაქე, ესპანეთის სამეფო - 3124 მოქალაქე.

2020 წელს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზღვარგარეთ დაემატა ორი გენერალური საკონსულო იტალიის რესპუბლიკის ქ. ბარში და ამერიკის შეერთებული შტატების ქ. სან ფრანცისკოში, სადაც ასევე, შესაძლებელი იქნება არჩევნების ჩატარება“, - განაცხადა თოთლაძემ.

მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ამოქმედდა სპეციალური ფანჯარა „არჩევნები 2020“, სადაც ყველა მოქალაქეს შეუძლია მიიღოს სრული ინფორმაცია არჩევნების შესახებ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო