"ერთად დავასუფთაოთ მსოფლიო" - "ჯორჯიან მანგანეზი" გარემოსდაცვით კამპანიას უერთდება

„ჯორჯიან მანგანეზი“ საერთაშორისო კამპანიას - „დავასუფთაოთ მსოფლიო“ შეუერთდა. კომპანიის ჩართულობით, დასუფთავების აქციები 18-20 სექტემბერს, ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „კორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, დასუფთავების კამპანიაში მონაწილეობას მიიღებენ „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებულები, ასევე, კომპანიის ხელმძღვანელი პირები.

„ჯორჯიან მანგანეზი“, თავის მხრივ, საერთაშორისო კამპანიაში ჩართვისკენ ჭიათურისა და ზესტაფონის მოსახლეობას, საზოგადოებრივ ჯგუფებს, ადგილობრივ ხელისუფლებასა და ბიზნესის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ შეუერთდნენ დაგეგმილ ღონისძიებებს.

„დასუფთავების აქციები, შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, მცირე ჯგუფებით, რეგიონების სხვადასხვა ტერიტორიაზე ჩატარდება. „ჯორჯიან მანგანეზისთვის“ გარემოს დაცვის პოლიტიკა პრიორიტეტულია. ჩვენი კომპანია ამ მიმართულებით არაერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს, აქტივობას ახორციელებს. მივიჩნევთ, რომ დასუფთავების მსოფლიო დღე უმნიშვნელოვანესი თარიღია და შესაბამისად, ჩვენც მივიღეთ "მწვანეთა მოძრაობის" გამოწვევა. ვფიქრობთ, ჩვენი ჩართულობით, ერთ პატარა აგურს დავდებთ იმ საერთო და სასარგებლო საქმეში, რაც ეკოლოგიის დაცვას ემსახურება. ჩვენი მხრივ, მოვუწოდებთ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საარსებო გარემო, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, შეუერთდნენ კამპანიას, ამავდროულად კი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დაიცვან უსაფრთხოების შესაბამისი წესები", - აცხადებს "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველი, ნიკოლოზ ჩიქოვანი.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, დასუფთავების მსოფლიო კამპანია პირველად 1993 წელს აღინიშნა და ერთ-ერთ ყველაზე მასშატაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებას წარმოადგენს, რომელშიც მილიონობით ადამიანია ჩართული.

მათივე ცნობით, საერთაშორისო კამპანიას საქართველო აქტიურად 2010 წლიდან შეუერთდა. 2020 წლის დასუფთავების მსოფლიო კამპანიის გზავნილია: „ყოველი მცირე ქმედება სამყაროს განსხვავებულს ხდის“. საქართველოში აღნიშნული კამპანიის ორგანიზატორები არიან: „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“, „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ და "საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ორქისი“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო