მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე ვაკის პოლიციაში რამდენიმე პირი გამოიკითხა

მორაგბე,"შვიდკაცას" კაპიტნის რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე პოლიციის ვაკის სამმართველოში რამდენიმე პირი გამოიკითხა.

რაგბის კავშირის თანამშრომლების განცხადებით, საგამოძიება უწყებაში მათ სტანდარტული კითხვები დაუსვეს.

რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარის ნიაზ მამრიკიშცვილის ინფორმაციით, გასროლის მომენტში ის თავის ოთახში იმყოფებოდა. მისივე განმარტებით, რამაზ ხარაზიშვილის ჭრილობა ფეხზე ჰქონდა მიყენებული.

„კითხვები ჰქონდათ რა მოხდა და როგორ მოხდა. რაზეც მქონდა წარმოდგენა, ბუნებრივია, ვუთხარი. მე ჩემს ოთახში ვიყავი და გავიგონე გასროლის ხმა. როდესაც გამოვედი იქ ფაქტობრივად, უკვე დასრულებული იყო ყველაფერი. დაჭრილი ვნახე, ჭრილობა ფეხზე ჰქონდა, რამდენადაც მე მახსოვს, მარცხენა ფეხზე. ის თუ რას უკავშირდებოდა კონფლიქტი, ვერაფერს გეტყვით, იქიდან გამომდინარე, რომ არც შევსწრებივარ, არც ხმა გამიგია მანამდე, რა საუბარი იყო.

არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება, პირადი ურთიერთობიდან გამომდინარე მოხდა, ვეჭვობ, რომ ფინანსურ საკითხზე ჰქონოდათ საუბარი. ორივე არის აბსოლუტურად საღად მოაზროვნე ადამიანი და იქ რა მოხდა და როგორ მოხდა, რა გზით მივიდნენ აქამდე, მიჭრს ამაზე საუბარი“, - განაცხადა ნიაზ მამრიკიშცვილმა.

ცნობისთვის, მორაგბე, "შვიდკაცას" კაპიტნის რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე შსს-მ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“