თბილისს უახლოეს ხანში ძველი თბილისის შთაგონებით შექმნილი გასტრონომიული დუქანი "რიგი" შეემატება

სულ მალე, დედაქალაქს გასტრონომიული დუქანი „რიგი“ შეემატება, ადგილი, სადაც ძველთბილისური რიგები, გემო და გასტრონომია, ახლებური ხედვით გაცოცხლდება თანამედროვეობაში.

მას შემდეგ, რაც თბილისის გულში, ზაარბრიუკენის მოედანზე მდებარე სახაბაზო “პური გულიანი“, კარგად ნაცნობ, გულიანი მასპინძლობის ადგილად იქცა თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისათვის, მისი შემქნელები კიდევ ერთი, გამორჩეული კონცეფციის მქონე სივრცეს ჰპირდებიან ქალაქს.

რიგი, სტუმარმასპინძლობის სფეროში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია “ჯი-ემ-თი ჯგუფის” მორიგი გასტრონომიული პროექტია, რომლის კონცეფციისა და ბრენდინგის შექმნაზე, კვების საკონსულტაციო ბიზნეს სააგენტო - “გასტრონავტმა” იმუშავა.

„რიგის“ კონცეფცია ქალაქური გემოებისა და ძველთბილისური ბაზრის იდეას აერთიანებს, სადაც თბილისური გასტონომიული კულტურა და ქალაქური ხასიათი, რიგიანად შეერწყა თანამედროვეობის მოთხოვნებს.

ჯი-ემ-თი ჯგუფის მიერ საკუთარ სოციალურ პასუხისმგებლობად აღებულ ამოცანებს შორის, ქართული გასტრონომიის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, მთლიანად ჯგუფისა და რიგის, როგორც ბრენდის გამოწვევაა, ხელი შეუწყოს თბილისური და ზოგადად, ქართული სამზარეულოს ახლებურად გაცოცხლებასა და მისი გასტრონომიული ღირებულების ზრდას ჩვენს დროში.

სწორედ ამ მიზნის შესრულების გზაზე გაჩნდა „რიგი“, ძველი თბილისური ხასიათისა და გემოს შთაგონებით შექმნილი ბრენდი, რომელიც თანამედროვე ყოფაში ორგანულად გაცოცხლდა და ყოველდღიური კვების გასტრონომიულ დუქნად მოევლინა ქალაქს.

თუ მადიანად ჭამა მოგნატრებია, ოჯახთან და მეგობრებთან გულიანი მოლხენა მოგიწადინებია და ქართული სუფრის წესი და რიგიც სათანადოდ დაგიფასებია, “რიგში მოდი, თვითონ მნახე ვინა ვარ!“

22 სექტემბერს, თანამედროვე გასტრონომიული დუქანი „რიგი“ თავისი სტუმრებისთვის პირველად გააღებს კარს.

(R)

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2020
კახა კუკავა - 7 პრიორიტეტი გვაქვს, რაც ჩვენ საარჩევნო პროგრამაშია
ემილ ავდალიანი - ირანი და ჩინეთი 400 მილიარდი დოლარის შეთანხმებას ამზადებენ, თუ ეს მოხდა პერსპექტივაში ჩინური გავლენა ირანსა და ახლო აღმოსავლეთზე ხელშესახები გახდება
„თელიანი ველის“ გლეხური რქაწითელი ქვევრი დეკანტერის უმაღლესი ჯილდოს მფლობელია
წინანდლის კლასიკური მუსიკის რიგით მეორე ფესტივალი დასრულდა
მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის
Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო