თბილისის მერიის ინფორმაციით, ბაგრატიონის ქუჩაზე ავარიული სახლის გამაგრება დასრულდა

დიდუბის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს ოთხ ამხანაგობას ავარიული საცხოვრებელი სახლის პრობლემა მოუგვარა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, პროექტებისთვის ჯამში, 716 879 ლარი გამოიყო.

მათივე ცნობით, ერთ-ერთი ასეთი პროექტი ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის N61-ში მდებარე სამსართულიანი საცხოვრებელი სახლია, რომლის გამაგრების სამუშაოებიც უკვე დასრულდა.

„პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკველი და მზიდი კედლები მონოლითური რკინა-ბეტონით გამაგრდა. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის აივნებს და შეიცვალა შენობაში არსებული დაზიანებული კარ-ფანჯარა.

შენობის კაპიტალური გამაგრების სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 435 490 ლარი გამოიყო. პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

აღნიშნული შენობა 1882 წელს აშენდა და გამაგრების სამუშაოები არასდროს ჩატარებულა. ავარიული შენობების გამაგრების პროცესი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბაგრატიონის ქუჩაზე ავარიული სახლის გამაგრება დასრულდა

დიდუბის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს ოთხ ამხანაგობას ავარიული საცხოვრებელი სახლის პრობლემა მოუგვარა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, პროექტებისთვის ჯამში, 716 879 ლარი გამოიყო.

მათივე ცნობით, ერთ-ერთი ასეთი პროექტი ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის N61-ში მდებარე სამსართულიანი საცხოვრებელი სახლია, რომლის გამაგრების სამუშაოებიც უკვე დასრულდა.

„პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკველი და მზიდი კედლები მონოლითური რკინა-ბეტონით გამაგრდა. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობის აივნებს და შეიცვალა შენობაში არსებული დაზიანებული კარ-ფანჯარა.

შენობის კაპიტალური გამაგრების სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 435 490 ლარი გამოიყო. პროექტი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

აღნიშნული შენობა 1882 წელს აშენდა და გამაგრების სამუშაოები არასდროს ჩატარებულა. ავარიული შენობების გამაგრების პროცესი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია