ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების გადადების საკითხი არ განიხილება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით საკითხი არ განიხილება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სრული მობილიზებაა იმ მიმართულებით, რომ არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს. ოხანაშვილის თქმით, ცესკო და ყველა შესაბამისი უწყება საჭირო ღონისძიებებს ატარებს იმისთვის, რომ მოქალაქეებმა მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში შეძლონ ხმის მიცემა.

„ყველა პროცედურა და წესი თითქმის უკვე გაწერილია. ეს თანხმდება პოლიტიკურ პარტიებთან ერთად და ყველა ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო იყოს შექმნილი არჩევნების დღეს და ასევე წინასაარჩევნო პროცესში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ განვიხილავთ საკითხს არჩევნების შესაძლო გადადებასთან დაკავშირებით. ასევე, სრული მობილიზება გვაქვს და ვთხოვეთ ჩვენს პარტნიორებს შესაბამისი მისიების გამოგზავნა იმისთვის, რომ დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს.

სრულ მზადყოფნაში ვართ, რომ ჩატარდეს თავისუფალი, დემოკრატიული და მაქსიმალურად სამართლიანი არჩევნები, ასევე ეს პროცესი სრულიად უსაფრთხო გარემოში წარიმართოს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration 0:00
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს