ვახტანგ კალოიანი ხელისუფლებას იმ ნაბიჯებს სთავაზობს, რომლებიც, მისი თქმით, უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას პანდემიის დროს

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, ვახტანგ კალოიანი, ხელისუფლებას იმ კონკრეტულ ნაბიჯებს სთავაზობს, რომლებიც უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას პანდემიის დროს.

ვახტანგ კალოიანის თქმით, უნდა შეიქმნას გაწერილი გეგმა, სამედიცინო პერსონალის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებით, ასევე უნდა მოხდეს რისკ ჯგუფების გაძლიერებული კონტროლი, პირველადი ჯანდაცვის ჯაჭვის გამართვა, რითაც მოხდება მაქსიმალური პრევენცია.

„მიუხედავად ხელისუფლების მიერ დაკარგული დროისა და უაზროდ გაფლანგული რესურსისა, დღეს არ შევჩერდებით მის კრიტიკაზე. შემოგთავაზებთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას.

  1. კლინიკების მობილიზაციის გაწერილი გეგმა- საწოლთა რაოდენობის, აღჭურვილობის, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, ექიმებისა და ექთნების რაოდენობის მითითებით, მათი პროცესში ჩართვის დროში დეტალურად გაწერილი გეგმის შექმნა.
  2. სამედიცინო პერსონალის უზრუნველყოფა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. სახელფასო დავალიანებების სრული დაფარვა.
  3. რისკ - ჯგუფების - მოხუცთა თავშესაფარები, დიალიზის, ონკოლოგიის სამსახურების უზრუნველყოფა შესაბამისი თავდაცვის საშუალებებით და მათი უსაფრთხოების გაძლიერებული კონტროლი.
  4. ჯანდაცვის ნაციონალურ ცენტრს მიეცეს საშუალება კვლევების დღიურად 10000 ტესტის შესრულების.
  5. პერიოდულად გახდეს ხელმისაწვდომი კერძო თუ სახელმწიფო ლაბორატორიების შიდა თუ გარე ხარისხის კონტროლის შედეგები.
  6. 112 - პაციენტი- პირველადი ჯანდაცვა ჯაჭვის გამართვა -

ტექნიკური აღჭურვილობის გადაცემა, კონკრეტული სამოქმედო გეგმის მიცემა.

  1. პანდემიის მომზადებისთვის დახარჯული სახსრების და მიმდინარე ხარჯების საჯაროობა.
  2. გრიპის ვაქცინაციისთვის საჭირო ღონისძიებების დროული განხორციელება. მათი საჯაროობა და დროში გაწერილი მოქმედებები.

„ევროპული საქართველო“ , მიუხედავად მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ძალიან დაბალი შეფასებისა, რისთვისაც ისინი აგებენ პოლიტიკურ პასუხს, მზად არის ნებისმიერი ფორმით ინტელექტუალური, ფიზიკური დაეხმაროს ჯანდაცვის სამინისტროს მის წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტაში.“ - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

ინფორმაციას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა