გიორგი კანდელაკი - თალაკვაძეს და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებს ვურჩევდი, კარგად წაიკითხონ ევროპარლამენტის რეზოლუცია - ევროპარლამენტის ასეთი მკაფიო პოზიცია მე არ მახსოვს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის შეფასებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია უპრეცედენტოა, რომელიც ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მიიღეს. კანდელაკის თქმით, რეზოლუცია პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ ის რაც ხდებოდა წინა არჩევნებზე, წელს აღარ მოხდეს.

„მინდა პირველ რიგში გამოვეხმაურო პარლამენტის სპიკერის განცხადებას, თითქოს ევროპარლამენტის გუშინდელი რეზოლუცია, რომელიც ხმების დიდი უმრავლესობით არის მიღებული და გამოხატავს მთლიანად ევროპარლამენტის აზრს, არის „ქართული ოცნების“ ქება და ხოტბა. ალბათ, ბატონი თალაკვაძე რომელიმე სხვა პარლამენტში ადევნებდა თვალს დებატებს, მაგალითად რუსეთის დუმაში, სადაც „ქართული ოცნების“ მეგობრები, მაგალითად ბატონი გავრილოვი, ძალიანაც კმაყოფილია „ქართული ოცნების“ მთავრობის საქმიანობით. არ ვიცი, დუმამ მიიღო თუ არა რაიმე დოკუმენტი საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ, თუმცა ბატონ თალაკვაძეს ვურჩევდი, კარგად წაიკითხოს ევროპარლამენტის გუშინ მიღებული რეზოლუცია.

ასეთი მკაფიო შეფასება და გაფრთხილება „ქართული ოცნების“ და მთავრობის, მე ჩემს პრაქტიკაში უბრალოდ არ მახსოვს. ეს მკაფიო შეფასებები რეზოლუციაში მოხვდა არა რაიმე შესწორებების გზით, არამედ იყო თავდაპირველ, ფრაქციებს შორის შეთანხმებულ ვერსიაში და გამოხატავს ისევ და ისევ მთლიანად ევროპარლამენტის პოზიციას.

ამ რეზოოლუციას მათ შორის ხმა მისცეს ევროპარლამენტის იმ წევრებმა, რომლებსაც ხშირად ციტირებენ „ქართულ ოცნებაში“, ბატონმა სანჩესმა, ქალბატონმა კალურანდმა და მათაც მხარი დაუჭირეს ამ მკაფიო და ძალიან კრიტიკულ ფორმულირებას.

რეზოლუციაში პირდაპირ წერია, თუ რა ხდებოდა წინა არჩევნებზე და რა არ უნდა მოხდეს ახლა. ეს არის ძალადობის არ გამოძიება და არავის არ დავიწყებია კორცხელის თემა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა თავის კრიმინალურ დაჯგუფებებთან ერთად, ასევე ეს არის ამომრჩევლების მოსყიდვა, ამომრჩევლების დაშინება, საჯარო მოხელეებზე ზეწოლა, 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება და პოლიტიზირებული მარლთლმსაჯულების დარჩენილი საქმის, გიორგი რურუას საქმის გადაწყვეტაზე და მის გათავისუფლებაზე, რადგან იმავე მუხლში შექებულია პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ პოლიტპატიმრების შეწყალება, როგორც 8 მარტის შეთანხმების განხორციელების კუთხით გადადგმული ნაბიჯი.

ასევე საუბარია Facebook - ის მიერ „ქართული ოცნების“ ასობით გვერდის გაუქმებაზე და მოწოდება არის, რომ ასეთი ბინძური პროპაგანდა სხვადასხვა პარტიის მიმართ აღარ იყოს გამოყენებული“,-აცხადებს კანდელაკი.

ის პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, ასევე მმართველი გუნდის სხვა წევრებს ურჩევს, ევროპარლამენტის რეზოლუცია კარგად წაიკითხონ.

„ვურჩევდი ბატონ თალაკვაძეს და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებს, რომ კარგად წაიკითხონ ტექსტი და შემდეგ გააკეთონ ასეთი ხმამაღალი განცხადებები. ასეთი მკაფიო, არაორაზროვანი პოზიცია ევროპარლამეტისა მე არ მახსოვს.

ერთი სიტყვით, ხმათა დიდი უმრავლესობით მიღებული ევროპარლამენტის რეზოლუცია თვალნათლივ აჩვენებს, რომ არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი პარტნიორებიც და ამ შემთხვევაში ევროპარლამენტი, მზად არის და მომწიფებულია საქართველოში გარდამტეხი ცვლილებებისათვის. სხვა შემთხვევაში, ასეთი მკაფიო ტექსტი არ იქნებოდა“, -განაცხადა გიორგი კანდელაკმა, რომლის განცხადებასაც „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ევროპარლამენტმა დიდი უმრავლესობით მიიღო ანგარიში, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების და რეფორმების განხორციელებას.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გიორგი კანდელაკი - თალაკვაძეს და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებს ვურჩევდი, კარგად წაიკითხონ ევროპარლამენტის რეზოლუცია - ევროპარლამენტის ასეთი მკაფიო პოზიცია მე არ მახსოვს

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის შეფასებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია უპრეცედენტოა, რომელიც ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მიიღეს. კანდელაკის თქმით, რეზოლუცია პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ ის რაც ხდებოდა წინა არჩევნებზე, წელს აღარ მოხდეს.

„მინდა პირველ რიგში გამოვეხმაურო პარლამენტის სპიკერის განცხადებას, თითქოს ევროპარლამენტის გუშინდელი რეზოლუცია, რომელიც ხმების დიდი უმრავლესობით არის მიღებული და გამოხატავს მთლიანად ევროპარლამენტის აზრს, არის „ქართული ოცნების“ ქება და ხოტბა. ალბათ, ბატონი თალაკვაძე რომელიმე სხვა პარლამენტში ადევნებდა თვალს დებატებს, მაგალითად რუსეთის დუმაში, სადაც „ქართული ოცნების“ მეგობრები, მაგალითად ბატონი გავრილოვი, ძალიანაც კმაყოფილია „ქართული ოცნების“ მთავრობის საქმიანობით. არ ვიცი, დუმამ მიიღო თუ არა რაიმე დოკუმენტი საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ, თუმცა ბატონ თალაკვაძეს ვურჩევდი, კარგად წაიკითხოს ევროპარლამენტის გუშინ მიღებული რეზოლუცია.

ასეთი მკაფიო შეფასება და გაფრთხილება „ქართული ოცნების“ და მთავრობის, მე ჩემს პრაქტიკაში უბრალოდ არ მახსოვს. ეს მკაფიო შეფასებები რეზოლუციაში მოხვდა არა რაიმე შესწორებების გზით, არამედ იყო თავდაპირველ, ფრაქციებს შორის შეთანხმებულ ვერსიაში და გამოხატავს ისევ და ისევ მთლიანად ევროპარლამენტის პოზიციას.

ამ რეზოოლუციას მათ შორის ხმა მისცეს ევროპარლამენტის იმ წევრებმა, რომლებსაც ხშირად ციტირებენ „ქართულ ოცნებაში“, ბატონმა სანჩესმა, ქალბატონმა კალურანდმა და მათაც მხარი დაუჭირეს ამ მკაფიო და ძალიან კრიტიკულ ფორმულირებას.

რეზოლუციაში პირდაპირ წერია, თუ რა ხდებოდა წინა არჩევნებზე და რა არ უნდა მოხდეს ახლა. ეს არის ძალადობის არ გამოძიება და არავის არ დავიწყებია კორცხელის თემა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა თავის კრიმინალურ დაჯგუფებებთან ერთად, ასევე ეს არის ამომრჩევლების მოსყიდვა, ამომრჩევლების დაშინება, საჯარო მოხელეებზე ზეწოლა, 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება და პოლიტიზირებული მარლთლმსაჯულების დარჩენილი საქმის, გიორგი რურუას საქმის გადაწყვეტაზე და მის გათავისუფლებაზე, რადგან იმავე მუხლში შექებულია პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ პოლიტპატიმრების შეწყალება, როგორც 8 მარტის შეთანხმების განხორციელების კუთხით გადადგმული ნაბიჯი.

ასევე საუბარია Facebook - ის მიერ „ქართული ოცნების“ ასობით გვერდის გაუქმებაზე და მოწოდება არის, რომ ასეთი ბინძური პროპაგანდა სხვადასხვა პარტიის მიმართ აღარ იყოს გამოყენებული“,-აცხადებს კანდელაკი.

ის პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, ასევე მმართველი გუნდის სხვა წევრებს ურჩევს, ევროპარლამენტის რეზოლუცია კარგად წაიკითხონ.

„ვურჩევდი ბატონ თალაკვაძეს და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებს, რომ კარგად წაიკითხონ ტექსტი და შემდეგ გააკეთონ ასეთი ხმამაღალი განცხადებები. ასეთი მკაფიო, არაორაზროვანი პოზიცია ევროპარლამეტისა მე არ მახსოვს.

ერთი სიტყვით, ხმათა დიდი უმრავლესობით მიღებული ევროპარლამენტის რეზოლუცია თვალნათლივ აჩვენებს, რომ არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი პარტნიორებიც და ამ შემთხვევაში ევროპარლამენტი, მზად არის და მომწიფებულია საქართველოში გარდამტეხი ცვლილებებისათვის. სხვა შემთხვევაში, ასეთი მკაფიო ტექსტი არ იქნებოდა“, -განაცხადა გიორგი კანდელაკმა, რომლის განცხადებასაც „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ევროპარლამენტმა დიდი უმრავლესობით მიიღო ანგარიში, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების და რეფორმების განხორციელებას.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს